შთააგონე ზრუნვა

კლინიკური უნარების ლაბორატორია

იუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორიისა და ტრენინგცენტრის მიზანია გადაუდებელ მდგომარეობასთან შეხების მქონე სამედიცინო, ასევე არასამედიცინო პერსონალის პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო და ეროვნული სერტიფიცირების მქონე შემდეგ სასწავლო პროგრამებს:

  • სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support (BLS);
  • სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (Paediatric Basic Life Support (PBLS);
  • პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (First Aid).

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კლინიკური უნარების ლაბორატორია და ტრენინგცენტრი ახორციელებს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council) სასწავლო კურსებს საქართველოში. სასწავლო კურსებს უძღვებიან ევროპის რეანიმაციის საბჭოსა და ამერიკის გულის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერები. წარმატებული მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს სერტიფიკატს.

პროგრამები

სწავლების ენა: ქართული /ინგლისური

ხანგძლივობა: 6 სთ (1 დღე)

სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი: ექიმები, ექთნები პარამედიკოსები; სამედიცინო მიმართულების სტუდენტები და რეზიდენტები; არასამედიცინო პერსონალი.

სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი (Basic Life Support (BLS) გადაუდებელი და რეანიმაციული მიმართულების საბაზისო კურსია. მისი მიზანია მსმენელებს შეასწავლოს მოზრდილებში სიცოცხლის გადარჩენის საწყისი საფეხურების განხორციელება როგორც ჰოსპიტალში, ასევე ჰოსპიტალს გარეთ, რაც უზრუნველყოფს გულის უეცარი გაჩერების დროს დაზარალებულისთვის მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალის მიღწევას.

კურსი მსმენელებს შეასწავლის:

  • მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაციის კონცეფციას;
  • გულის გაჩერების ამოცნობას;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის ალგორითმს 2015 წელს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად;
  • სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს მოზრდილებში;
  • ერთი და ორი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორცილებას მოზრდილებში;
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას;
  • ხელოვნური სუნთქვის ტექნიკას პარკ-სარქვლოვანი ტომრისა და ნიღბის გამოყენებით;
  • დამხმარე სუთქვის ჩატარებას მოზრდილებში;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციას ტრაქეის ინტუბაციის პირობებში;
  • რეანიმაციულ ღონისძიებებს უცხო სხეულის გადაცდენის დროს მოზრდილებში;
  • გუნდურ მუშაობას რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council)  სერტიფიკატებს.

კურსი ასევე აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

სწავლების ენა: ქართული /ინგლისური;

ხანგძლივობა: 6 სთ (1 დღე);

სამიზნე ჯგუფი: სამედიცინო პერსონალი: პედიატრიული და ნეონატოლოგიური მიმართულების ექიმები და ექთნები; პარამედიკოსები; სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტები და რეზიდენტები; არასამედიცინო პერსონალი.

სიცოცხლის გადარჩენის პედიატრიული ბაზისური ალგორითმი (Paediatric Basic Life Support (PBLS) ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) სასწავლო კურსია, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია პედიატრიულ და ჩვილ ბავშვთა ასაკის მქონე პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური საფეხურების წარმოებასა და გულ-ფილტვის რეანიმაციაზე.

კურსი მსმენელებს შეასწავლის:

  • მაღალი ხარისხის გულ-ფილტვის რეანიმაციის კონცეფციას ბავშვებში;
  • გულის გაჩერების ამოცნობას;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციის ალგორითმს ბავშვებსა და ჩვილებში 2015 წელს ევროპის რეანიმაციის საბჭოს (ERC) მიერ მიღებული ცვლილებების შესაბამისად;
  • სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს ბავშვებსა და ჩვილებში;
  • ერთი და ორი მაშველის მიერ გულ-ფილტვის რეანიმაციის განხორცილებას ბავშვებსა და ჩვილებში;
  • ავტომატური გარეგანი დეფიბრილატორის გამოყენებას ბავშვებსა და ჩილებში;
  • ხელოვნური სუნთქვის ტექნიკას პარკ-სარქვლოვანი ტომრისა და ნიღბის გამოყენებით;
  • დამხმარე სუთქვის ჩატარებას მოზრდილებში, ბავშვებსა და ჩვილებში;
  • გულ-ფილტვის რეანიმაციას ტრაქეის ინტუბაციის პირობებში;
  • რეანიმაციულ ღონისძიებებს უცხო სხეულის გადაცდენის დროს ბავშვებსა და ჩვილებში;
  • გუნდურ მუშაობას რეანიმაციული ღონისძიებების ჩატარების დროს.

კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ევროპის რეანიმაციის საბჭოს (European Resuscitation Council)  სერტიფიკატებს.

სწავლების ენა: ქართული /ინგლისური;

ხანგძლივობა: 8 სთ (1 დღე);

სამიზნე ჯგუფი: ნებისმიერი მიმართულების არასამედიცინო პერსონალი, ექთნები;

პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კურსი მსმენელებს სთავაზობს უახლესი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით, სხვადასხვა გადაუდებელ სიტუაციაში, პირველადი სამედიცინო დახმარების სწრაფად და სწორად გაწევის სწავლებას როგორც თეორიული, ისე მულტიფუნქციურ მანეკენებსა და სიმულატორებზე  შესრულებული პრაქტიკული მეცადინეობებით.

კურსი მსმენელებს შეასწავლის:

  • პირველადი დახმარების მნიშვნელობასა და პოზიციებს;
  • გულის გაჩერებას და გულ-ფილტვის რეანიმაციას;
  • სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობას;
  • სისხლდენის შეჩერებას;
  • გადაუდებელი ტრავმის საბაზისო მართვასა და ნახვევების დადებას;
  • ჭრილობების მართვას;
  • დამწვრობის მართვას;
  • წყალში დახრჩობას;
  • ნარკოტიკებით ზედოზირების მართვას;
  • ანაფილაქსიას;
  • კრუნჩხვას, გულის წასვლას;
  • თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლას (ინსულტი);
  • გულ-მკერდის ტკივილს;
  • ჰიპოგლიკემიას დიაბეტით დაავადებულ პირებში;
  • ელექტრო ტრავმის მართვას;
  • სითბურ დაკვრის, მოყინვის, ჰიპოთერმიის შემთხვევის მართვას;
  • ცხოველების ნაკბენების მართვას.

დამკვეთის სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ფოკუსირება სამუშაოს სპეციფიკის მიხედვით არსებულ პირველადი დახმარების თემატიკაზე.

კურსი აკრედიტებულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email