შთააგონე ზრუნვა

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ DMD პროგრამა ჩამოყალიბდა მტკიცე განზრახვით, რომ განავითაროს მზრუნველი, კომპეტენტური, საკუთარ თავში დარწმუნებული სპეციალისტი სტომატოლოგიის დარგში, ამას კი შედეგებზე დამყარებული სწავლების მეთოდით აღწევს. ამისთვის უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო და ბიოსამედიცინო კვლევებს აკადემიურ და კლინიკურ პირობებში. უზრუნველყოფს სამედიცინო სწავლებას პრაქტიკულ გარემოში (სადაც ცოდნის შეძენა და გამოყენება მიღებული კომპეტენციის პრაქტიკულად მოხმარების შესაბამისია), ეს ყოველივე კი ეთიკურ ღირებულებებს, პიროვნების პატივისცემასა და რაციონალური და ეფექტური ჩარევის პრინციპს ემყარება.  პროგრამა სტუდენტებს ეხმარება სტომატოლოგიის არსის ჩაწვდომასა და იმ საჭირო უნარების შეძენაში, რაც სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობისას თითოეულ მათგანს დიდ დახმარებას გაუწევს. სტუდენტებს საშუალება აქვთ გახდნენ კომპეტენტურნი და კონკურენტუნარიანნი მულტიკულტურულ გარემოში; აღიზარდონ მაღალპროფესიონალებად, რათა სხვადასხვა ტიპის სამედიცინო დაწესებულებებში კარიერის გაკეთება შეძლონ. სასწავლო პროცესი ისეა ჩამოყალიბებული, რომ სტუდენტებში აღძრას ინტერესი და გახსნილობა ახალი შესაძლებლობების მიმართ და სწავლის გაგრძელების განწყობა განუმტკიცოს და აუმაღლოს. „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ უამრავი პროგრამიდან  DMD ერთ-ერთია, რომლის საშუალებითაც  სტუდენტებს საზოგადოებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა შეუძლიათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემების შესწავლის პარალელურად.  ეს აკადემიური სასწავლო პროგრამები სტუდენტებსა და პედაგოგებს სთავაზობს საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორც აკადემიური მუშაობის მნიშვნელოვან კომპონენტს.  

მიღებული სასწავლო და შეფასების მეთოლოგიები ცოდნის შეძენისა და პრაქტიკულად გამოყენების საშუალებას იძლევა კომპეტენციის ფარგლებში. პროცესი ეფუძნება ინტერაქტიული სწავლებისა (მათ შორის დისკუსიები აუდიტორიაში) და დამოუკიდებელი პირადი და ჯგუფური სწავლების წახალისების ნაზავს. თეორიული კომპონენტების, პრობლემების გადაჭრისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციის მიზანია ცოდნის, უნარებისა და ავტონომიურობის, ასევე წარმატებისთვის აუცილებელი პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება, რაც სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციისთვის, პროცედურების და რეაბილიტაციისთვის ერთობ საჭიროა, მით უფრო, კომპლექსური და მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სტუდენტების შესაძლებლობათა პრიორიტეტი საკუთარი პროფილის ჩამოსაყალიბებლად მიიღწევა საერთო კომპეტენტურობისა და მათში გამოყენებული მეთოლოგიების კურსების ფართო სპექტრით. თითოეული საგნისთვის შეფასების შერჩეული მეთოდები გვთავაზობს იმ საჭირო და შესაფერის ინფორმაციას, რომელიც პროგრამით განსაზღვრულ სწავლების მიზნებსა და შედეგებზე გვიქმნის წარმოდგენას. შედეგებზე დამყარებული სწავლების პრინციპები გულისხმობს, რომ სწავლება, სწავლა და შეფასება ხორციელდება გამოსაშვებთა წინასწარ განსაზღვრული კომპეტენცით„ზევიდან-ქვევით“ პრინციპის მიხედვით. 

სასწავლო პროგრამა DMD მოიცავს ხუთწლიან პროგრამას, რომელიც ცოდნას, უნარებს, დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობას  ეძღვნება;

  • პროგრამის პირველი წელი მოიცავს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფართოდ ინტეგრირებულ ძირითად მოდულებს (ანატომიას, ჰისტოლოგიას, გამოსახულების დამუშავებას, ბიომექანიკას, ფიზიოლოგიას) და ბიოსამედიცინო მეცნიერებებს (სამედიცინო მიკრობიოლოგიასა და იმუნოლოგიას სტომატოლოგიაში), ასევე ადრეული კლინიკური ჩართულობის კურსს (სტომატოლოგის ასისტენტის კურსს), რაც სტომატოლოგიის, კლინიკური უნარებისა და კვლევის მეთოდების უმთავრესი ღირებულებების სწავლებას მოიაზრებს.  
  • პროგრამის მეორე წელი მოიცავს საერთო და პერორალურ პათოლოგიას, ფარმაკოლოგიასა და თერაპიას (დენტალურ ანესთეზია/სედაციას), სტომატოლოგიურ თანამეგობრობასა და პერორალურ ეპიდემიოლოგიას/სტომატოლოგიურ ჯანდაცვას გარდამავალი კურსებით ადამიანის დაავადებებზე, პერორალურ და ყბა-სახის რადიოლოგიაზე.
  • პროგრამის მესამე წელი მოიცავს კლინიკური როტაციებისთვის მომზადებას – სტუდენტების სიმულირებულ ლაბორატორიულ საქმიანობაში ჩართვასა და თამაშის როლური მოდელის გამოყენებას. ისეთი კურსები, როგორებიცაა ყბა-სახის ქირურგია  I, პაროდონტოლოგია I, ენდოდონტია I, პროთეზირება I, სამედიცინო სამართალი და ეთიკა, ბავშვთა სტომატოლოგია I, ორთოდონტია I, კლინიკური უნარები/კომპლექსური თერაპია მოიცავს ყველა საჭირო მოთხოვნას უახლესი ცოდნის მისაღებად და იმ უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, რაც შემდეგ კურსებზე უკიდურესად აუცილებელია.
  • პროგრამის მეოთხე წელი ეფუძნება შეძენილ კომპეტენციას და დამატებული აქვს კლინიკური როტაციის კურსები, რა დროსაც სტუდენტებს კლინიკური მუშაობისა და პაციენტებთან აქტიური ურთიერთობის საშუალება ეძლევათ. ამრიგად, სწავლის უმაღლესი და საბოლოო დონის შედეგები თანხვედრაშია იმ პრაქტიკულ საქმიანობასთან, რომელიც სტუდენტების ცოდნაზე, უნარსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, მიუხედავად დისციპლინის სპეციფიკის გაგებისა. დიდაქტიკური კურსები კლინიკურ მეცნიერებაში სწავლების მეოთხე წელსაც გრძელდება. ამ დროს სტუდენტი სტომატოლოგის ასისტენტია. ამას გარდა, სტუდენტს სასურველი კურსის არჩევის საშუალება ეძლევა.
  • პროგრამის მეხუთე წელს წინა პლანზე პაციენტების მოვლის მნიშვნელობაა გამოტანილი. სტუდენტებს საშუალება აქვთ მედიკოსთა ჯგუფებთან მუშაობისა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში – ეს იქნება ამბულატორიული თუ სტაციონარული კლინიკა. მეხუთე კურსის სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა ეძლევათ სტომატოლოგიურ ასოციაციების პროექტებში მონაწილეობის მიღებისა და ამ პროექტების ფარგლებში ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სტომატოლოგიური თანამეგობრობისთვის მომსახურების გაწევისა. ეს წელი სრულდება პრეზენტაციით. პრეზენტაციაზე სტუდენტმა თავის ფაკულტეტს უნდა უჩვენოს თუ როგორ შეუძლია პაციენტისთვის კომპლექსური დახმარების აღმოჩენა.

პროგრამა (კვალიფიკაცია): 
დიპლომირებული სტომატოლოგი (DMD)

კრედიტი / ხანგრძლივობა

300 კრედიტი / 5 წელი

სწავლის წლიური ღირებულება:

15000  

* სახელმწიფო გრანტის (50%, 70% ან 100%) არსებობის შემთხვევაში სტუდენტი სრულად თავისუფლდება სწავლის         საფასურის გადახდისგან.

სწავლების ენა:
ინგლისური

სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email