შთააგონე ზრუნვა

ქართული სამართლის მიმოხილვა

გამოქვეყნებულ მასალაში ცვლილებები

გამოქვეყნების შემდეგ ცვლილებების შესაძლებლობის მინიმიზაციისათვის ავტორს ეგზავნება რედაქტირებული ტექსტი და შესაბამისი მეტა-მონაცემები საბოლოო გადამოწმებისთვის.

გამოქვეყნების შემდეგ მცირედი, ტექნიკური კორექცია ხორციელდება ხდება ჟურნალისადმი მიმართვის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში, მანამ სანამ მასალა გაიგზავნება ინდექსირების სისტემაში ასახვისათვის. ინდექსირების შემდეგ მსგავსი, მცირედი ხარვეზები არ კორექტორდება. მცირედ ხარვეზებში მოიაზრება სტილისტური, გრამატიკული, ფორმულირებისა თუ სხვა მსგავსი შემთხვევები, რომლებიც ზეგავლენას არ ახდენს მთლიანობაში მასალის შინაარსსა თუ კონკრეტული ნაწილის ინტერპრეტაციაზე.

ავტორის, რედაქტორის მიერ არსებითი ისეთი ცვლილებების მოთხოვნის შემთხვევაში, როგორებიც შეიძლება იყოს, სათაურის, მონაცემების, ავტორების და სხვა, ახალ ვერსიაში ნათლად აღინიშნება შეცვლილი ნაწილები, ხოლო სტატიის გვერდზე ნათლად მიეთითება, რომ მასალა განახლებულია, მიზეზების აღნიშვნით – სარედაქციო შენიშვნა. ცვლილების განხორცილებისას, შეძლებისდაგვარად, ნარჩუნდება გვერდების ნუმერაცია და მითითებების ინდექსაციის პირველადი სახე. შეუძლებლობის შემთხვევაში ვრცელი ცვლილება დაერთვის მასალას ბოლოს.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, კერძოდ, კვლევის ან მისი ნაწილის შედეგების არასარწმუნოობის, პლაგიატის დადგენის, სხვაგან პირველადი პუბლიკაციის აღმოჩენის, არაეთიკური მოქმედებისას (გამოსაქვეყნებლად დაშვების პროცესში მნიშნველოვანი ხარვეზის ჩათვლით), ან სერიოზული სამართლებრივი დარღვევისას,  შესაძლებელია მასალის პუბლიკაციის გამოხმობა (retraction). ამგვარი შედეგის უნდა დაეფუძნოს სარედაქციო კოლეგიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას. გამოხმობას  თან უნდა ახლდეს საიტის შესაბამის გრაფაში საზოგადოების ადეკვატური, ცხადი ინფორმირება შედეგისა და მისი მიზეზის თაობაზე. (იხ. (http://publicationethics.org/sites/default/files/retraction-guidelines-cope.pdf))

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email