შთააგონე ზრუნვა

ქართული სამართლის მიმოხილვა

ეთიკის სტანდარტები

სარედაქციო კოლეგია პატივს სცემს აკადემიურ თავისუფლებას და, ამავდროულად, მოწოდებულია განუხრელად დაიცვას ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მასალის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღებისას. ნაშრომში დაუშვებლად მიიჩნევა არაეთიკური, სიძულვილის შემცველი, დისკრიმინაციული და პერსონიფიკაციის შემცველი ტექსტი.

დაუშვებლად მიიჩნევა ჟურნალის პერსონალის შემავიწროებელი, პროფესიული სტანდარტის ფარგლებს მიღმა, კომუნიკაციის ნებისმიერი მცდელობა. ნებისმიერი ასეთი ქცევის გამოვლენა შედეგად იწვევს შესაბამისი კონკრეტული მასალის გამოქვეყნებაზე, ავტომატურ, უარს და სარედაქციო საბჭო იტოვებს უფლებას, მიიღოს ცალმხრივი გადაწყვეტილება ავტორთან ნებისმიერ შემდგომ კომუნიკაციაზე.

ჟურნალი ეთანხმება, მხარს უჭერს და ატარებს პუბლიკაციის ეთიკის კომიტეტის (Committee on Publication Ethics (COPE) http://publicationethics.org/) მიერ შემუშავებულ პოლიტიკას და პრინციპებს.

ჟურნალი ზრუნავს ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერი გამოვლენის აღკვეთაზე.

ნაშრომის გამოქვეყნებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია განაცხადოს სარედაქციო საბჭოს წინაშე ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.

სარედაქციო კოლეგიის წევრსა და ავტორს შორის ინტერსთან კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, კოლეგიის შესაბამისი წევრი ეთიშება (თვით-აცილების მეშვეობით) გადაწყვეტილების მიღების პროცესს.

ნებისმიერ პირს უფლება აქვს განაცხადოს ასეთი კონფლიქტის თაობაზე კოლეგიისადმი შესაბამისი წერილობითი მიმართვის მეშვეობით.

ნაშრომი, გამოქვეყნებაზე წარდგენისას, უნდა აკმაყოფილებდეს აკადემიური პატიოსნები მაღალ სტანდარტებს, ავტორებისა და წყაროების სათანადო იდენტიფიცირების, მონაცემთა სისწორისა და ფაქტებზე სათანადო მითითების გზით.

ნებისმიერ პირს აქვს უფლება ნაშრომის გამოქვეყნებამდე, ან შემდეგ, მიმართოს სარედაქციო კოლეგიას ინტერესთა კონფლიქტის, აკადემიური პატიოსნების შესაძლო დარღვევის, ან დარღვევის ფაქტის თაობაზე. სარედაქციო კოლეგია გონივრულ ვადაში განიხილავს ამგვარ მიმართვას. ავტორი უფლებამოსილია წარმოადგინოს თავის პოზიცია კოლეგიის წინაშე. კოლეგია იღებს გადაწყვეტილებას დარღვევის სიმძიმის პროპორციულად. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს კოლეგიის შესაბამის დასაბუთებულ დასკვნას.

დადასტურებული დარღევის (გამოქვეყნებული ნაშრომის შემთხვევაში) თაობაზე ჟურნალის შემდგომ ნომერში (ელექტრონული გამოცემისას ჟურნალის შესაბამის ნომერის გვერდზე) უნდა იქნას განთავსებული სათანადო ინფორმაცია. მძიმე დარღვევის შემთხვევაში, შესაძლებელია, ამოქმედდეს ნაშრომის გამოხმობის მექანიზმი, რაც გულისხმობს ნომრიდან ნაშრომის ამოღებას. პროცესი წარმოებს დადგენილი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით (http://publicationethics.org/sites/default/files/retraction-guidelines-cope.pdf)

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email