შთააგონე ზრუნვა

NVU ოლიმპიადა 2023

ზოგადი დებულებები
ეს წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტის მიერ სასკოლო ოლიმპიადის (შემდგომში – ოლიმპიადა) ჩატარების წესსა და პირობებს.

2. ოლიმპიადის მიზნები
1. ოლიმპიადის მიზანია:
   ა) სასწავლო პროცესის სტიმულირება, სწავლისადმი ინტერესების გაღვივება;
  ბ) სამართლიანი, ობიექტური და გამჭვირვალე შეფასების სისტემის გამოყენებით ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენა და წახალისება;
   გ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე რეფორმის ხელშეწყობა.

3. ოლიმპიადის ტურები და მათი შედეგები
1. ოლიმპიადა საგნის/მიმართულების მიხედვით, როგორც წესი მოიცავდეს ორ ტურს:
   ა) პირველი და მეორე ტური, რომელიც ტარდება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინ რეჟიმში;
2. ოლიმპიადის პირველი ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიადის მეორე ტურში.
3. მეორე ტურის შედეგების საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის გამარჯვებულები.
4. ოლიმპიადის თითოეული ტური, სულ მცირე, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

4. საგნები/მიმართულებები, რომლებშიც ტარდება ოლიმპიადა
1. ოლიმპიადა, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის/კლასების შესაბამისად, ტარდება შემდეგ საგნებში/მიმართულებებში:
   ა) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) კომბინირებული;
   ბ) ესეებისა და დებატების კონკურსი ინგლისურ ენაზე;
   გ) სამოქალაქო განათლება - სამართლებრივი საფუძვლები;

   დ) ბიზნესი - სამეწარმეო საფუძვლები;

   ე) სპორტული შეჯიბრი - ფეხბურთში.


5. ოლიმპიადის ტურების ჩატარების ფორმა
1. ოლიმპიადა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა, ტარდება ტესტის/დავალების მეშვეობით, ელექტრონული ფორმით, Examjet-ის პლატფორმით, რომელთა კონფიდენციალობა დაცულია ოლიმპიადის დაწყებამდე.

2. სპორტული შეჯიბრი (ფეხბურთი) ტარდება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ ქალაქში/ქალაქებში, ხოლო საპრიზო ადგილებისათვის ტური ტარდება თბილისში, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე.

3. ოლიმპიადის ტურზე ოლიმპიადის მონაწილის ტესტური/დავალების ნაშრომი საჭიროების შემთხვევაში, წარედგინება გამსწორებელს, რომელიც უზრუნველყოფს ოლიმპიადის მონაწილის კონფიდენციალურობას.

4. ტესტირება, შესაბამისი მიმართულების მიხედვით, ოლიმპიადის ტურების შესაბამისად, როგორც წესი, ტარდება ერთდროულად.

5. ოლიმპიადის ტურის ტესტებს ასწორებს უნივერსიტეტი.

6. ოლიმპიადის მონაწილე/გუნდები
1. ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეს.

2. მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები (სკოლის მიერ შერჩეული მოსწავლე ან დამოუკიდებლად უშუალოდ მოსწავლე) რეგისტრირდება:

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერერების ტურისათვის - ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საგნებში, ყველაზე მაღალი აკადემიური მოსწრების (სამივე საგანში მეტ-ნაკლებად დაბალანსებული ცოდნისა და უნარების მქონე) მოსწავლეს;
  • ესეების ტურისათვის - ინგლისურ ენაში ყველაზე მაღალი ენობრივი კომპეტენციის მოსწავლეს, რომელიც ასევე გამოირჩევა სოციალური მეცნიერებების მიმართ მაღალი ინტერესითა და შესაბამისი ცოდნის ფლობით;
  • ბიზნესის - სამეწარმეო საფუძვლების მიმართ მაღალი ინტერესის მქონე მოსწავლე;
  • იურისპრუდენციისა და სამოქალაქო განათლების მიმართ მაღალი ინტერესის მქონე მოსწავლეს; შეძლებისდაგვარად იცავს გენდერულ ბალანსს.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (მოსწავლე) უფლებამოსილია, აირჩიოს ნებისმიერი მიმართულება, თუ რომელში მიიღებს მონაწილეობას ან მონაწილეობა მიიღოს ყველა მიმართულებაში. მოსწავლეს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე საგნის/მიმართულების ოლიმპიადაში ერთდროულად.

4. სპორტულ შეჯიბრში - ფეხბურთი მონაწილეობის მისაღებად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გუნდს ქმნის 8-10 მოსწავლის შემადგენლობით.

5. სპორტული შეჯიბრის - ფეხბურთის ფორმატი განისაზღვრება ცალკე დებულებით.

7. ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზება
1. ოლიმპიადის ჩატარებას ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტი. ამ მიზნით უნივერსიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა საჭირო სტრუქტურასთან.
2. ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზებისა და კოორდინაციის მიზნით უნივერსიტეტი ქმნის საორგანიზაციო კომიტეტს.
3. ოლიმპიადის მიზნებისათვის შეიძლება მოწვეული იქნეს სხვა უწყებისა და დარგის სპეციალისტები.
4. საორგანიზაციო კომიტეტი:
ა) უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმირებას ოლიმპიადაში მონაწილეების რეგისტრაციისათვის;
ბ) ატარებს ოლიმპიადის ტურებს საგნებში/მიმართულებებში დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
გ) ხელს უწყობს ოლიმპიადის მონაწილეთა რეგისტრაციის პროცესს, მონაწილეთა სიის გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ გვერდზე;
დ) უზრუნველყოფს სხვა ისეთი პირობების შექმნას, რაც ხელს შეუწყობს ოლიმპიადის ჩატარებას.
5. ოლიმპიადის ჩატარებისთვის უნივერსიტეტი ადგენს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის მინიმალურ კრიტერიუმებს. ამ მიზნებისათვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ (მოსწავლემ) უნდა უზრუნველყოს სამუშაო გარემოს გამოყოფა, რომელიც უნდა იყოს აღჭურვილი უწყვეტი დენის წყაროთი, კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტით, ხოლო ტურის მიმდინარეობისას ვიდეო ფიქსაციით.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ უნივერსიტეტთან კომუნიკაციის და აუცილებლობის შემთხვევაში ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გამართულად მუშაობის მიზნით უნდა გამოყოს საკონტაქტო პირი დაწესებულების პერსონალიდან.

8. ტესტების/დავალების მომზადება
1. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის ტესტებს/დავალებებს და შესაბამის შეფასების სქემებს შეიმუშავებს უნივერსიტეტი.
2. ოლიმპიადის თითოეული ტურისთვის შეიძლება შეირჩეს განსხვავებული სირთულის ტესტი/დავალება კონკრეტული ტურის შესაბამისად.
3. ტესტების/დავალებების შექმნის მიზნით უნივერსიტეტი უფლებამოსილია, მოიწვიოს შესაბამისი დარგის სპეციალისტები (სპეციალისტთა ჯგუფი).

9. რეგისტრაცია
1.ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შერჩეული მოსწავლე (მათ შორის მოსწავლეთა საფეხბურთო გუნდი) ან მოსწავლე დამოუკიდებლად რეგისტრაციას გადის სპეციალური სააპლიკაციო ელექტრონული ფორმის შევსების გზით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარ განსაზღვრულ ვადებში.
3. ოლიმპიადის მონაწილის მიერ ოლიმპიადაზე რეგისტრაციის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სააპლიკაციო ელექტრონული ფორმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ან მოსწავლის მიერ იგზავნება უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე.

10. ოლიმპიადის ტურის ჩატარების დრო
1. ოლიმპიადის ტურები ტარდება უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად.
2. ოლიმპიადის განრიგი განისაზღვრება ისე, რომ ოლიმპიადის მონაწილეს შეეძლოს სხვადასხვა საგნის/მიმართულების ოლიმპიადაში მონაწილეობა ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
3. ოლიმპიადის გამართვის თარიღები, ტურები, დაწყების დრო და დროის
ხანგრძლივობა გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ გვერდზე.

11. საინფორაციო შეხვედრა
1. ოლიმპიადის თითოეული გასამართი ტურის/წერითი დავალების წინ ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის, მონაწილეებისათვის იმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, უნივერსიტეტის მეშვეობით სპეციალური პლატფორმის google meet-ის გამოყენებით.
2. ოლიმპიადაში მონაწილეთა რეგისტრაციისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეკითხვებისათვის მონაწილეებს, დაინტერესებულ პირებს, შეუძლიათ ისარგებლონ სოციალური ქსელის Facebook ნიუ ვიჟენ „სასკოლო ოლიმპიადა 2023“ დახმარებით.

12. ოლიმპიადის ტური
1. ოლიმპიადის ტურის ტესტების გასწორების შემდგომ უნივერსიტეტის მიერ დგება ოლიმპიადის მონაწილეთა პირველადი რეიტინგული სია კონკრეტული საგნის/მიმართულების და სკოლების შესაბამისად.
2. ოლიმპიადის პირველი ტურის საფუძველზე გამოვლინდებიან ოლიმპიადის ის მონაწილეები, რომლებიც მოიპოვებენ ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლებას. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი. ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულ მონაწილეს.
3. ოლიმპიადის მეორე (ფინალური) ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც ოლიმპიადის მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტი, ტურში შემავალი საგნების ტესტური დავალებების 75%-ზე მეტი ქულა და მოხვდა საგნის რეიტინგული სიის პირველ სამეულში.
4. ოლიმპიადის მეორე (ფინალური) ტურის გამარჯვებულია ოლიმპიადის ის მონაწილე, რომლის ქულა ემთხვევა ამ მუხლის მეოთხე პუნქტით გათვალისწინებულ რეიტინგულ სიაში მესამე ადგილზე მყოფი მოსწავლის ქულას.
5. ოლიმპიადის პირველი ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც მეორე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის (კომბინირებული) ტესტის მაქსიმალური ქულის 75%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის პირველ ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულის გამოვლენისას ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აღმოაჩნდებათ, რეიტინგის განსაზღვრის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.
6. ოლიმპიადის საპრიზო ადგილზე გასულად ითვლება და მე-2, მე-3 ადგილის მფლობელია (გამარჯვებულია) ოლიმპიადის ის მონაწილე, რომელმაც მესამე ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის (კომბინირებული) ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი და მოხვდა შესაბამისი საგნის რეიტინგული სიის მე-2-, მე-3 ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებულის გამოვლენისას ოლიმპიადის მონაწილეებს თანაბარი ქულები აღმოაჩნდებათ, რეიტინგის განსაზღვრის მიზნით, გათვალისწინებული იქნება თანაბარი ქულების მქონე ოლიმპიადის მონაწილეების პირველ ტურში მიღებული ქულები.
7. სამოქალაქო განათლების - სამართლებრივი საფუძვლები ოლიმპიადის ტური იმართება შემდეგი ფორმატით: პირველი ტური - პრე-ტესტი; მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს კი მიეცემათ შესაბამისი დავალება და განესაზღვრებათ მომზადებისათვის საჭირო ვადა.

8. ოლიმპიადის მომდევნო ტურში გასული და გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეების სია უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.
  
13. ესეების კონკურსი
1. ესეების კონკურსი იმართება ინგლისურ ენაზე.
2. ესეების კონკურსის მიზანია, მოსწავლემ გამოავლინოს კომპეტენცია, მათ შორის: ისტორიისა და ინგლისური ენის ცოდნა, აკადემიური წერა, ანალიტიკური უნარები, კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
3. ესეს დასაწერად მოსწავლეს ეძლევა 3 საათი, რა დროშიც მას აქვს წვდომა ინტერნეტთან და შესაძლებლობა, მოიძიოს ინფორმაცია, დაამუშაოს და მაღალი ხარისხის ნაშრომი შექმნას. მოსწავლემ უნდა მიუთითოს გამოყენებული წყაროები. ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 500 სიტყვას.
4. მოსწავლის ნაშრომი ფასდება ორ ეტაპად:
   ა) პლაგიატზე შემოწმება;
  ბ) ინგლისური ენის ცოდნა (40 ქულა); გამოყენებული ლიტერატურის სანდოობა და ხარისხი (20 ქულა); არგუმენტირებული მსჯელობა და ანალიზის უნარი (20 ქულა); შემუშავებული რეკომენდაციებისა და დასკვნების ორიგინალურობა/ინოვაციურობა (20 ქულა).
5. საუკეთესო 3 ნაშრომი შეფასდება ჟიურის მიერ.
   
14. ტესტირების მიმდინარეობა
1. ოლიმპიადის ტესტირების ჩატარების ფორმასა და დროს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.
2. ოლიმპიადის მონაწილე ვალდებულია:
   ა) დროულად გამოცხადდეს ტესტირებაზე. დაგვიანებული მონაწილე ტესტირებაზე არ დაიშვება;
   ბ) შეასრულოს ამ წესით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები და ოლიმპიადის პროცესის მონაწილის ცალკეული მითითებები.
      დ) არ დატოვოს ტესტირების ადგილი უნებართვოდ.
3. ოლიმპიადის მიზნებისათვის, ზოგადსაგანმანათებლო დაწესებულების იმ ფართში (ოთახში/საკლასო ოთახში), სადაც მონაწილე გადის ტესტირების/წერითი დავალების ტურს, მონაწილის ტესტირების/წერითი დავალების შესრულებაზე. ზედამხედველობის მიზნით ტესტირების დაწყებიდან დასრულებამდე ჩართული უნდა იყოს ვებკამერა.

4. ამ თავის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, ოლიმპიადის მონაწილეს მიეცემა გაფრთხილება. გაფრთხილების გარეშე ოლიმპიადის მონაწილის ტესტირებიდან მოხსნა შესაძლებელია წესრიგის უხეში დარღვევის, ტესტირების პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის ან გამოუყენებლობის გამო.
5. ტესტირების მიმდინარეობისას ტესტირებაზე ყოფნის უფლების მქონე პირებს განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

15. ოლიმპიადის მონაწილეთა შეფასება, ჟიური
1. ოლიმპიადის მონაწილეთა შეფასების მიზნით, უნივერსიტეტმა შეიძლება შექმნას შემფასებელთა სპეციალური ჯგუფი (ჟიური).
2. შემფასებელთა სპეციალური ჯგუფის (ჟიური) წევრთა რაოდენობას განსაზღვრავს უნივერსიტეტი.

16. ოლიმპიადის მონაწილეების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაჯილდოების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. ოლიმპიადის საგნებში/ტურებში/მიმართულებებში გამარჯვებული ოლიმპიადის მონაწილეებისთვის და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის გადასაცემი სიგელების, ოლიმპიადის გამარჯვებულთა დიპლომების ფორმას და ჯილდოებს (პრიზებს) ადგენს უნივერსიტეტი.
2. გამარჯვებული სკოლების გამოსავლენად გათვალისწინებული იქნება ოლიმპიადის რამდენ მიმართულებაში მოიპოვებს სკოლა საპრიზო ადგილებს.

3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დაჯილდოების მიზნით, ტურის/მიმართულების შესაბამისად, დგება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგული სია უმაღლესიდან უმდაბლესისკენ.

1.ტურნირის მიზანი
ტურნირის მიზანია ამ დებულებით განსაზღვრული ქალაქების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს შორის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მასობრივი დანერგვა, ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია, გამარჯვებული სკოლის გუნდებისა და ნიჭიერი, საუკეთესო მოთამაშეების გამოვლენა, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ საფეხბურთო კლუბისთვის სასურველი კანდიდატურების შერჩევა.

2.ტურნირის ორგანიზება
ტურნირის ორგანიზებასა და განხორციელებას უზრუნველყოფს „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“.

3. ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია
1. ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვს სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისგან შექმნილ გუნდებს. ტურნირში თითოეული სკოლიდან მონაწილეობს ერთი გუნდი.
2. ტურნირში მონაწილეობის მისაღებად სკოლის გუნდები რეგისტრაციას გადიან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით, სპეციალური სააპლიკაციო ელექტრონული ფორმის შევსების გზით, წინასწარ გამოცხადებული პერიოდის განმავლობაში.
3. მონაწილე გუნდების რეგისტრაციის მიზნით, მეორე პუნქტით განსაზღვრული სააპლიკაციო ელექტრონული ფორმა სკოლიდან იგზავნება უნივერსიტეტის ელექტრონულ პორტალზე.
4. სკოლამ გუნდის სარეგისტრაციო განაცხადში შეიძლება შეიყვანოს არაუმეტეს 10 მონაწილისა (მე-10-12 კლასის მოსწავლე). რეგისტრირებულ განაცხადში სკოლას უფლება აქვს განახორციელოს ცვლილება იმავე სკოლის შესაბამისი კლასის მოსწავლით, თუ შეიქმნა შესაბამისი ობიექტური გარემობა, რასაც იმავე განაცხადის ფორმით უგზავნის ტურნირის ორგანიზატორს და აცნობებს ამის თაობაზე.
5. სკოლის გუნდის შემადგენლობაში მყოფ მონაწილეს (მოსწავლეს) არ აქვს უფლება იმავე ტურნირში მონაწილეობა მიიღოს სხვა სკოლის გუნდის თამაშში.

4. ტურნირის ჩატარების სისტემა, ადგილი და დრო
1. ტურნირი ტარდება ოლიმპიური სისტემით.
2. ტურნირის პირველი ეტაპი ტარდება შემდეგი პირობებით: ტურნირის ჩატარების მიზნით, ქალაქების სკოლები განაწილებულები იქნებიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის კალათებში.
 ა) აღმოსავლეთის კალათაში შედიან აღმოსავლეთ საქართველოს სკოლის გუნდები;
 ბ) დასავლეთის კალათაში შედიან დასავლეთ საქართველოს სკოლის გუნდები.

3. თითოეული ქალაქის სკოლის გუნდი წყვილდება და წილისყრით ხვდება იმავე ქალაქის სკოლის გუნდს. პირველივე წაგების შემთხვევაში, გუნდი წყვეტს ასპარეზობას და ეთიშება ტურნირს. თითოეული ქალაქიდან გამოვლინდება ერთი გამარჯვებული სკოლის გუნდი.
4. ტურნირის მეორე ეტაპზე (მეოთხედფინალი) მონაწილეობას იღებენ ქალაქის გამარჯვებული სკოლის გუნდები (ქალაქიდან გამარჯვებული სკოლის გუნდი).  მეოთხედფინალში მონაწილე სკოლის გუნდებს შორის წყვილები გამოვლინდება წილისყრით. მეოთხედფინალში გამარჯვებული სკოლის გუნდები წილისყრით შეხვდებიან ნახევარფინალში, რომელიც გამოავლენს ფინალისტებს. ნახევარფინალში დამარცხებული გუნდები ერთმანეთს შეხვდებიან მე-3 ადგილის მოსაპოვებლად.
5. ტურნირის პირველი ეტაპი ჩატარდება სკოლის გუნდის ქალაქშივე, ხოლო მეორე ეტაპზე, მეოთხედფინალიდან ფინალის ჩათვლით თამაშები გაიმართება თბილისში -„ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ინტერის აკადემიის მოედნებზე.
6. პირველი და მეორე ეტაპის თამაშების ფრედ დასრულების შემთხვევაში ინიშნება პენალტების სერია.
7. ტურნირის დაწყების თარიღი, თამაშების დრო და ადგილი გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

5. ტურნირის ჩატარების პირობები
1. მოედანზე თამაშის დროს ერთდროულად შეიძლება იყოს 6 მოთამაშე (1 მეკარე, 5
მოთამაშე). თამაშის დროს ცვლილების რაოდენობა შეუზღუდავია და მოთამაშის შეცვლა ხდება ტაიმებს შორის შესვენებისას, ასევე თამაშის დროს ბურთის ცენტრალური ხაზის გადაკვეთისას. მეკარის მიერ ბურთის თამაშში შეყვანის შემდეგ აკრძალულია მეკარის მიერ ბურთის ხელში აღება მისივე თანაგუნდელისაგან.
2. თამაში შედგება ორი 15-15 წუთიანი ტაიმებისაგან. ტაიმებს შორის შესვენება - 5 წუთი.

6. სადისციპლინო სასჯელი
1. მოთამაშის მიერ ორი ყვითელი ბარათის ან პირდაპირ წითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მოთამაშე გაძევებული იქნება მოედნიდან მატჩის ბოლომდე, შეცვლის გარეშე.
2. ტურნირში მონაწილე გუნდის სარეგისტრაციო განაცხადში არ მყოფი პირის თამაშის შემთხვევაში, ორგანიზატორს უფლება აქვს დამრღვევი სკოლის გუნდს ჩაუთვალოს წაგება და მოხსნას ტურნირიდან.
3. მატჩზე გამოუცხადებლობის ან 15 წუთით დაგვიანების შემთხვევაში გუნდს ჩაეთვლება წაგება და მოიხსნება ტურნირიდან.

7. დაჯილდოება
ტურნირის გამარჯვებულს გადაეცემა „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის“ თასი. მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს გადაეცემათ სპეციალური პრიზები.

ტურნირის გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა მოიპოვებს UEFA-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო მატჩზე დასწრების უფლებას.

რეგისტრაცია დასრულდა 10 თებერვალს.

  • 11 მარტი - ესეებისა და დებატების კონკურსი
  • 18 მარტი - სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა) 
  • 25 მარტი - ბიზნესი - სამეწარმეო საფუძვლები 
  • 1 აპრილი - სამოქალაქო განათლება - სამართლებრივი საფუძვლები
  • 2 აპრილიდან - სპორტული შეჯიბრი ფეხბურთში 

სასკოლო ოლიმპიადის პირველი ტური დასრულდა.

მეორე ტურში მონაწილეობას 89 მოსწავლე გააგრძელებს.

 

  • ესეების კონკურსი ინგლისურ ენაზე

 

სახელი გვარი

სკოლა

1.      თეკლა მხეიძე

52-ე საჯარო სკოლა

 

2.      თამარ ჭიალაშვილი

სსიპ დუშეთის რაიონი სოფელ მჭადიჯვრის საჯარო სკოლა

3.      ვერიკო ნარმანია

სოფელ კოკის საჯარო სკოლა

4.      ალექსანდრა ჩინჩალაძე

თბილისის თავისუფალი სკოლა

 

5.      ანანო გოგიტიძე

სკოლა-ლიცეუმი მასტერკლასი

 

6.      ბარბარე პავლიაშვილი

სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა

 

7.      მარიამ კომახიძე

ნიუტონის თავისუფალი სკოლა

 

8.      მარიამ ნაცვლიშვილი

ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი

 

9.      მარიამ ჭყოიძე

ბრიტანულ-ქართული აკადემია

 

10.   ნინო მალიძე

თბილისის N32 საჯარო სკოლა

 

11.   ნინია საბაძე

ბრიტანულ-ქართული აკადემია

 

12.   ნიკოლოზ პავლიაშვილი

კასპის N1 საჯარო სკოლა

 

 

  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები

(ქულების კლებადობის მიხედვით)

 

სახელი გვარი

სკოლა

1.      საბა წურწუმია

სსიპ სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქ. თბილისის 54-ე საჯარო სკოლა.

 

2.      ცოტნე ქვარცხავა

სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54-ე საჯარო სკოლა

 

3.      ანა ელიაური

გორის მეორე საჯარო სკოლა

 

4.      გიორგი ტყეშელაშვილი

თბილისის მწვანე სკოლა

 

5.      არჩილ ზაბახიძე

ვლ.კომაროვოს სახელობის თბილისის 199 საჯარო სკოლა

 

6.      ნიკა ელიაური

გორის მეორე საჯარო სკოლა

 

7.      გიორგი დათაშვილი

გორის პირველი საჯარო სკოლა

 

8.      თეკლა მხეიძე

52-ე საჯარო სკოლა

 

9.      ქეთევან კუპრეიშვილი

ფიზიკა მათემატიკური N41

 

10.   მიხეილ ვაზაგაშვილი

თბილისის №199 საჯარო სკოლა კომაროვი

 

11.   ნინო ყოჩიაშვილი

ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა

 

12.   ნიკოლოზ გაგნიძე

თბილისის კლასიკური გიმნაზია

 

 

  • ბიზნესი, სამეწარმეო საფუძვლები

 

სახელი გვარი

სკოლა

1.      ოთარ დონაძე

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა

 

2.      საბა მაკასარაშვილი

42 საჯარო სკოლა

 

3.      შაკო მათეოსიანი

რუსთავის 21 საჯარო სკოლა

 

4.      ანა გაბუნია

გალაკტიონ ტაბიძის სახელობის თბილისის 51-ე საჯარო სკოლა

 

5.      გიორგი კეჭეხმაძე

42-ე ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური საჯარო სკოლა

 

6.      მარიკა მეგრელიშვილი

სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა  

 

7.      ეთერ ასანაშვილი

წინანდლის საჯარო სკოლა

 

8.      მარიამ გელაძე

სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქ.გორის IX საჯარო სკოლა

 

9.      ნიკა ელიაური

გორის მეორე საჯარო სკოლა

 

10.   ნატალი მეშვილდიშვილი

თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საჯარო სკოლა

 

 

  • სამოქალაქო განათლება, სამართლებრივი საფუძვლები

(ქულების კლებადობის მიხედვით)

 

სახელი გვარი

სკოლა

1.      დავით ხაზალაშვილი

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა

 

2.      ნიკოლოზ პავლიაშვილი

კასპის N1 საჯარო სკოლა

 

3.      სოფიო მექვაბიშვილი

სოფიკო ჭიაურელის სახელობის 54 საჯარო

 

4.      ნინი მღებრიშვილი

ბათუმის ნომერი 2-ე საჯარო სკოლა

 

5.      ნათია ქაროსანიძე

სსიპ მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა

 

6.      მარიამ ჩალაძე

№59 საჯარო სკოლა

 

7.      ანა კვარაცხელია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის #3 საჯარო სკოლა

 

8.      გიორგი მელაშვილი

#1 საჯარო სკოლა

 

9.      მარიამ ბელთაძე

ქ.ვანის N2 საჯარო სკოლა

 

10.   ელენე ჩავლეიშვილი

სსიპ ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლა

 

11.   ანანო სტურუა

#220 საჯარო სკოლა

 

12.   ქრისტინე იზორია

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა

 

13.   მარიკა მეგრელიშვილი

სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა  

 

14.   ნინო არჩვაძე

N155 საჯარო სკოლა

 

15.   თეა ინდუაშვილი

ურბნისის საჯარო სკოლა

 

16.   ლუკა დვალიშვილი

ვარციხის საჯარო სკოლა

 

17.   ნიკა მალუტაშვილი

თბილისის N126-ე საჯარო სკოლა

 

18.   ცოტნე ცერცვაძე

სოფელ ვარციხის საჯარო სკოლა

 

19.   მამულაიშვილი გვანცა

ბათუმის ნ1 საჯარო

 

20.   ალექსანდრა წულაია

არქიმედეს სკოლა, N 4–117

21.   გიორგი ბუკია

ილია ჭავჭავაძის სახელობის, მე-5 საჯარო სკოლა

 

22.   მარიამ აკობია

თემურ ფიფიას სახელობის N2 საჯარო სკოლა

 

23.   ანი კაცაძე

ვარციხის საჯარო სკოლა

 

24.   ლევან ფეიქრიშვილი

ბაქსვუდის საერთოშორისო სკოლა

 

25.   ელენე საჯაია

აფხაზეთის N10საჯარო სკოლა

 

26.   ბექა სორდია

სსიპ. ქ. ზუგდიდის N:9 საჯარო სკოლა

 

27.   საბა ფირცხალავა

ვლ. კომაროვის სახელობის 199 საჯარო სკოლა

 

28.   დიანა ქართველიშვილი

ქ.თბილისის 220-ე საბარო სკოლა

 

29.   გიორგი წიკლაური

სსიპ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვისპირის საჯარო სკოლა

 

30.   მარიამ კაკოჩაშვილი

ქვედა საზანოს N3 საჯარო სკოლა

31.   ია ქანთარია

სსიპ ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის N1 საჯარო სკოლა

 

32.   ნინო გოგოჩაშვილი

ხაშურის№1საჯარო სკოლა

 

33.   თამარი საჯაია

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა

 

34.   ვახტანგ ზვიადაძე

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლა

 

35.   თათია თოდუა

სსიპ.ილია ჭავჭავაძის ქალაქ ფოთის მე-5საჯარო სკოლა.  

 

36.   მარიამ მჭედლიძე

ქ. თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლა

 

37.   ლუკა ხანიშვილი

სსიპ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლა

 

38.   ირაკლი ბერიძე

ჩხაკოურას საჯარო სკოლა

 

39.   სალომე დემეტრაძე

ქ.ვალის N2 საჯარო სკოლა

 

40.   ნატა ჯანელიძე

ვარციხის საჯარო სკოლა

 

41.   ნინო ჯაბიძე

ბაღდათის N2 საჯარო სკოლა

 

42.   სალომე მღებრიშვილი

ვალის N2 საჯარო სკოლა

 

43.   მარიამ ბარაბაძე

დაბა ადიგენის საჯარო სკოლა

 

44.   ანა ჯალაღონია

ილია ჭავჭავაძის სახელობის N5 სკოლა

 

45.   ანასტასია როსტიაშვილი

62-ე საჯარო სკოლა

 

46.   თეა ქათამაძე

ჩხაკოურას საჯარო სკოლა

 

47.   მედეა დავითაძე

შპს ,,ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა”

 

48.   თათია მიქავა

ქ.ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლა

 

49.   ნია სევასტოპულო

ჭიათურის ნომერ პირველი საჯარო სკოლა

 

50.   მარიამი ბერიძე

ჩხაკოურას საჯარო სკოლა

 

51.   ანა კიკალიშვილი

180-ე საჯარო სკოლა

 

52.   ლიზი ცომაია

ქალაქ ფოთის ნომერ მეორე საჯარო სკოლა

 

53.   წურწუმია დიანა

ჭითაწყარის საჯარო სკოლა

 

54.   თეონა კალანდია

ბესიკ ხულორდავას სახელობის სალხინოს საჯარო სკოლა

 

55.   საბა ზაქარეიშვილი

ნიკო ნიკოლაძის სახელობის ფოთის N2 საჯარო სკოლა

 

სასკოლო ოლიმპიადა 2023-ის ფეხბურთის შეჯიბრის I ეტაპი გადალახა და ფინალში გადავიდა შემდეგი გუნდები:

აღმოსავლეთ საქართველო:

  1. რუსთავი –N24 ქართული გიმნაზია, „ილეკრო“
  2. ბოლნისი –დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა, „კაზრეთი“
  3. გორი –პატარა გარჯვრის საჯარო სკოლა
  4. თბილისი –N2 საჯარო სკოლა, „ლიდერი“

დასავლეთ საქართველო:

  1. ბათუმი –სკოლა ნიკე, „FC ნიკე“ 
  2. ზუგდიდი –N1 საჯარო სკოლა
  3. ფოთი –ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქალაქ ფოთის N2 საჯარო სკოლა
  4. ქუთაისი –აკაკი წერეთლის სახელობის  N1 საჯარო სკოლა,  „ცისფერყანწელები“

 

ფინალურ ეტაპს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე განთავსებული ინტერ აკადემია საქართველოს საფეხბურთო ბაზა უმასპინძლებს.



„სამოქალაქო განათლება – სამართლებრივი საფუძვლების" მეორე ტური დასრულდა. ფინალურ ტურში მონაწილეობას 14 მოსწავლე გააგრძელებს.

 

სახელი გვარი

სკოლა

1.        ნიკოლოზ პავლიაშვილი

კასპის N1 საჯარო სკოლა

2.        გიორგი მელაშვილი

#1 საჯარო სკოლა

3.        დავით ხაზალაშვილი

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინიგორის საჯარო სკოლა

 

4.        მარიკა მეგრელიშვილი

სსიპ - ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლა  

5.        მარიამ მჭედლიძე


ქ. თბილისის იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლა

 

6.        ნიკა მალუტაშვილი

თბილისის N126-ე საჯარო სკოლა

7.        ნინო არჩვაძე


N155 საჯარო სკოლა

 

8.        მარიამ ბარაბაძე

დაბა ადიგენის საჯარო სკოლა

9.        თეა ინდუაშვილი

ურბნისის საჯარო სკოლა

10.     ქრისტინე იზორია

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა

 

11.     თამარი საჯაია

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლა

12.     ნინო ჯაბიძე

ბაღდათის N2 საჯარო სკოლა

13.     გიორგი ბუკია

ილია ჭავჭავაძის სახელობის, მე-5 საჯარო სკოლა

 

14.     ბექა სორდია

სსიპ. ქ. ზუგდიდის N:9 საჯარო სკოლა

 

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email