შთააგონე ზრუნვა

ანილ კუმარ გოპალილ შივადასი

ანილ კუმარ გოპალილ შივადასი

პროფესორი ანესთეზიოლოგიის მიმართულებით

ანილ კუმარ გოპალილ შივადასი კონსულტანტ-ანესთეზიოლოგი ბაზილდონისა და თაროკის უნივერსიტეტის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურში. მას ანესთეზიის გამოყენების უზარმაზარი გამოცდილება აქვს ქირურგიულ სპეციალობათა ფართო სპექტრში და კარგად ერკვევა რთულ ქირურგიულ პროცედურებში. ის აღმასრულებელი დირექტორია „ჰარლი-სთრით მედიქალ ქენსალთენთისა“ (HSMC)  და ესექსის სამედიცინო საზოგადოებისა (EMS). იგი ასევე გახლავთ QASTEM-ის გაერთიანებული სამედიცინო დირექტორი, რომელიც HSMC-ისა  და QAMC-ის გაერთიანებული ორგანიზაციაა.

ანილ კუმარ გოპალილ შივადასს ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში არაერთი მაღალი პოზიცია ეკავა, მანვე სერიოზული როლი შეასრულა კლინიკურ მომსახურებთა განყოფილებაში, იყო მთავარი ანესთეზიოლოგი CSU-ში, მუშაობდა ინტენსიური თერაპიისა და ტკივილის მართვის განყოფილებებში, დღის ქირურგიის გნაყოფილებასა და SSD-ში. CSU-ში ხელმძღვანელად მუშაობისთვის დაჯილოდოებულია პრემიით Clinical Excellence Award. მას ასევე ეკავა თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ბაზილდონისა და თაროკის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის საკონსულტაციო საბჭოში.

მეტიც, ანილ კუმარი ჩართული იყო პედაგოგიურ და პრაქტიკულ საქმიანობაში. ის ბაზილდონისა და თაროკის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში ასწავლიდა და პრაქტიკული სწავლების განყოფილების დირექტორის პოსტიც ეკავა.

ანილ კუმარ გოპალილ შივადასმა ბრიტანეთის სამეფო ასოციაციის აღიარება მოიპოვა წიგნისთვის, რომელიც ანესთეზიის სამეფო კოლეჯში საგრანტო მისაღები გამოცდებისთვის არის განკუთვნილი და ამომწურავ გზამკვლევს წარმოადგენს. წიგნი ბესტსელერიც აღმოჩნდა. მან ასევე დაწერა რამდენიმე თავი სახელმძღვანელოსთვის, რომელსაც „ინტენსიური თერაპიის მედიცინა“ ჰქვია, ეს წიგნი Cambridge University Press-მა დაბეჭდა, და რამდენიმე სტატია პროფესიულ ჟურნალებში გამოაქვეყნა.

ანილ კუმარმა ანესთეზიაში მომზადების სრული კურსი ანესთეზიის უორვიქშირის სკოლასა და ანესთეზიის სთოუქის სკოლაში გაიარა, დიდ ბრიტანეთში. მას მიღებული აქვს ირლანდიის ქირურგთა სამეფო კოლეჯის (FCARCSI) სტიპენდია.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email