შთააგონე ზრუნვა

გაგა გაბრიჩიძე

გაგა გაბრიჩიძე

პროფესორი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით

გაგა გაბრიჩიძეს იურისტის კვალიფიკაცია (1996) და სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი (2005) მიანიჭა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო ევროპული სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი – ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპის ინსტიტუტმა (გერმანია, 2002). 1999 წლიდან კითხულობს ლექციებს ევროპის კავშირის სამართალსა და საერთაშორისო საჯარო სამართალში. 2008-2011 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟან მონეს სახელობის კათედრის ხელმძღვანელი. მოპოვებული აქვს ათზე მეტი საერთაშორისო სტიპენდია, მათ შორის: ჰუმბოლდტის ფონდის, ევროპული კომისიისა და ავსტრიის მთავრობის სტიპენდიები; მკვლევარის სტატუსით მიწვეული იყო: ზაარლანდის (გერმანია, 2002, 2003., 2009, 2010), ფრანკფურტისა (გერმანია, 2007, 2008) და ვენის უნივერსიტეტებში (ავსტრია, 2001); მისი კვლევების უდიდესი ნაწილი შეეხება კონსტიტუციური ხასიათის აქტუალურ საკითხებს ევროპის კავშირის სამართლის სფეროში, აგრეთვე კანონმდებლობათა დაახლოებასა და მიგრაციის სამართალს. გაგა გაბრიჩიძე არის 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ევროპული სამართლის შესახებ სახელმძღვანელოს ავტორი. ასევე ჟურნალების: „ქართული სამართლის მიმოხილვის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, მოლდავეთის ევროპული კვლევების ჟურნალისა“ (მოლდავეთი) და „ევროკავშირის მიმდინარე საკითხთა მიმოხილვა“ (პოლონეთი) სამეცნიერო კომიტეტის წევრი. იგი არის ევროპული კავშირის კვლევების ასოციაციის (ECSA Georgia) თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე კავკასიის ევროპული კვლევების ასოციაციის თანადამფუძნებელი და გამგეობის წევრი.

კონტაქტი: ggabrichidze@old.newvision.ge

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email