შთააგონე ზრუნვა

მაჰმუტ დორგამაძი

მაჰმუტ დორგამაძი

პროფესორი ოფთალმოლოგიის მიმართულებით

პროფესორი მაჰმუტ დორგამაძი დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე ოფთალმოქირურგად არის აღიარებული. მან ბადურის მკურნალობისა და კატარაქტის ქირურგიულ ოპერაციებში თავისი პროფესიული ცოდნა ახალ საფეხურზე აიყვანა. დორგამაძის ხშირად იწვევენ ადგილობრივად, ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე ლექციების წასაკითხად. კვალიფიკაციას უმაღლებს ქირურგთა ჯგუფებს და გართულებული კატარაქტის სამკურნალოდ ქირურგიული ტექნიკის დახვეწა-განვითარების მიმართ ცხოველ ინტერესს გამოხატავს. პროფესორი დღესაც აქტიურად არის ჩართული სამედიცინო განათლების კვლევის საკითხებში, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორიო დონეზე.

მას ჩატარებული აქვს ფართო კვლევა სხვადასხვა რეტინული პროცედურის უსაფრთხოების და ეფექტიანობის კუთხით, ასევე, რედაქტორი და თანაავტორია თვალშიგა ქირურგიასთან დაკავშირებული უამრავი წიგნისა. პროფესორ დორგამაძის ვიტრეორეტინული პრობლემის მქონე პაციენტებისთვის შექმნილი აქვს თვალის  ინოვაციური გარსაცმები, რომლებიც პაციენტს თავის დასაფიქსირებლად ოპერაციის შემდეგ უკეთდება; ეს გაზის ტამპონადას აადვილებს. დოღრამაჯი ნოვატორია ბადურის დაავადებებისა და კატარაქტის დროს ქირურგიული პათოლოგიების, ქირურგიული მანევრებისა და გართულებებისას საბოლოო ელემენტების მეთოდით ანალიზების  ჩატარებაში. მან დაამკვიდრა ტერმინები „ILM (შიდა შემზღუდავი მემბრანა) პულსაციის ჩამოყალიბება პინჩ-პილინგური ტექნიკის დროს მაკულური ხვრელის ქირურგიაში” და „ქირურგიული რევერსული ინჟინერია”. კომპანიები და მწარმოებლები მისგან კონსულტაციებს იღებენ მაკულურ ქირურგიაში გამოსაყენებელი თვალშიგა მაშების დამზადებასთან დაკავშირებით.

პროფესორი დორგამაძი კონსულტანტ-ოფთალმოლოგია, ხანგრძლივი გამოცდილება კი დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში აქვს მიღებული. გაერთიანებულ სამეფოში 2003 წლიდან მუშაობს. 2009 წელს General Medical Council-მა აღიარა კონსულტანტ-ოფთალმოლოგად.  სწავლის დასრულების შემდეგ ბადურის ქირურგიაში სტაჟირება გლოსესტერშირსა და ლონდონში, სენთ-თომასის კლინიკაში გაიარა, რომელიც ბადურის ოპერაციბის მხრივ მსოფლიოში ცნობილი ცენტრია.

პროფესორ დორგამაძის უზარმაზარი გამოცდილება აქვს ბადურის ყველანაირი ტიპის პათოლიგიების სამედიცინო და ქირურგიული მართვისა, მათ შორის, ეპირეტინული მემბრანების, მაკულური ხვრელების, ბადურის აშრევების, დიაბეტური რეტინოპათიების, დიაბეტური მაკულოპათიების, ასაკობრივი მაკულური დეგენერაციის, რეტინულ-ვასკულური დაავადებების, რთული და არართული კატარაქტების ქირურგიის მონოფოკალური, მულტიფოკალური და ტორიკული ლინზების საქმესა და საერთო ოფთალმოლოგიაში. ის ქირურგიაში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიასა და ტექნიკას, მათ შორის 23- და 24-კალიბრიან pars plana ვიტრექტომიას. ასევე ატარებს ინტრავიტრეულ ანტი VEGF მკურნალობას, მათ შორის, ლუცენტისის, აილეასა და ავასტინის ინიექციებს.

დორგამაძის დიდი მოცულობის კვლევითი მუშაობა აქვს ჩატარებული ქირურგიისა და ქირურგიული ტექნიკის გასაუმჯობესებლად. ავტორია ორი წიგნისა, ერთი პატენტისა, 20 ნაშრომისა (რომლებიც პერიოდულ ჟურნალებში იბეჭდებოდა), 30 ზეპირი და 16 სტენდური მოხსენებისა საერთაშორისო კონფერენციებზე; ორი წლის განმავლობაში ასწავლიდა კოლეჯში, 7 წელიწადი კი მრჩევლის პოზიცია ეკავა.

პროფესორი დოღრაჯი რამდენიმე პროფესიული წუყების წევრია, მათ შორის, ოფთალმოლოგთა სამეფო კოლეჯის, ოფთალმოლოგიის ამერიკული აკადამეების, ბრიტანეთის სამედიცინო აკადემიის, ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციისაა და სამედიცინო დახმარების ერთეულის.

 

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email