შთააგონე ზრუნვა

ნანა ჯაფარიძე

ნანა ჯაფარიძე

პროფესორი ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის მიმართულებით

ნანა ჯაფარიძე არის მედიცინის დოქტორი ციტოლოგიის, ჰისტოლოგიის და ემბრიოლოგიის მიმართულებით. ასწავლიდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჰისტოლოგიას, ფუნქციურ ნეიროანატომიას, ნეიროციტოლოგიას, ადამიანის ფიზიოლოგიას  და SENCER-ის მოდელს – „გარემოს დაცვა და ჯანმრთელობა“. რამდენჯერმე იმყოფებოდა SENCER-ის ინსტიტუტში (2002 წ., 2004 წ., 2005 წ., 2006 წ., 2008 წ., 2010 წ.) შეერთებული შტატების მეცნიერების ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული SENCER-ის პროექტის ფარგლებში და კოორდინირებას უწევდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებულ SENCER-საქართველოს პროექტს (მეცნიერების ეროვნული ფონდის თანადაფინანსებით 2004-2006 წწ.); არის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული სამეცნიერო სემინარების (2010წ., 2012 წ.), საქართველოსა (2002წ., 2004 წ., 2005 წ., 2006 წ., 2008 წ., 2009 წ.) და სომხეთში (2007 წ., 2008 წ., 2009 წ.) „სიგმა ქსის“ – ამერიკის კვლევების საზოგადოებისა და შეერთებული შტატების მეცნიერების ეროვნული ფონდის – მიერ დაფინანსებული მეცნიერების განვითარების ხელშემწყობი საერთაშორისო სემინარების თანაორგანიზატორი; მისი ორგანიზებით მოეწყო „გონების კვირეული“ (2004 წ., 2012 წ.) დამამთავრებელი კლასების მოსწავლეთათვის  მეცნიერების, ტექნიკის, საინჟინრო საქმისა და მათემატიკისადმი ინტერესის გაღვივებისა და კვლევებში ახალგაზრდა მეცნიერთა ჩართვის ხელშეწყობის მიზნით; ასევე მისი ორგანიზებით მოეწყო ახალგაზრდა მკვლევართა კონკურსები (2010 წ., 2012 წ.) ევროპის ნეირომეცნიერებათა საზოგადოების ფედერაციისა და „სიგმა ქსი“-ს საქართველოს განყოფილების ფინანსური ხელშეწყობით. ნანა ჯაფარიძე არის ი.ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ნეიროანატომიის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. არის ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი ჰისტოლოგიისა და ემბრიოლოგიის მიმართულებით.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email