შთააგონე ზრუნვა

რენატ ახმეროვი

რენატ ახმეროვი

პროფესორი პლასტიკური ქირურგიის მიმართულებით

რენატ ახმეროვს დამთავრებული აქვს ყაზანის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1996 წელს დაასრულა ინტერნატურა ბრაზილიაში თავისა და კისრის ქირურგიის განხრით პლასტიკური ქირურგიის განყოფილებაში, Hospital das Clínicas da Unicamp-ში. 1997 წელს დაასრულა ინტერნატურა ზოგად ქირურგიასა და ყბა-სახის ქირურგიაში Borgo Roma Hospital-ში, იტალიაში. 1999 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი, დაიცვა სამაგისტრო თეზისი „მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მწვავე ანთების კერის დახასიათება ოდონტოგენური წარმოშობის დაავადების დროს“. ასევე, გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი ოტო-რინო-ლარინგოლოგიურ ქირურგიაში კილის საუნივერსიტეტო კლინიკაში (გერმანია). 1999 – 2003 წლებში გახლდათ ოტო-რინო-ლარინგოლოგი და ყბა-სახის ონკოლოგი თათრეთის რესპუბლიკის კლინიკურ ონკოლოგიურ ცენტრში. რენატმა გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი პლასტიკურ ქირურგიაში მიუნხენსა (გერმანია) და რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) 2001 წელს. 2003-2007 წლებში ის იყო პლასტიკური და ყბა-სახის ქირურგია ი. მ. სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო პირველ სამედიცინო უნივერსიტეტში. რენატ ახმეროვმა, 2006 წელს, მიიღო სადოქტორო ხარისხი, დაიცვა რა სადოქტორო თეზისი „კომპლექსური მაგნიტურ-რეზონანსული დიაგნოსტიკა და ქირურგიული დაავადებების EMG-მონიტორინგი ყბა-სახის არეში“.

რენატ ახმეროვი გახლავთ სახისა და ტანის პლაზმოლიფტინგის მეთოდის შემქმნელი და შემმუშავებელი, რომელიც კანის გასაახალგაზრდავებლად და აღსადგენად გამოიყენება. ასევე, ის არის შემქმნელი და წარმომდგენია პლაზმოლიფტინგის ფხვნილისა – მეთოდი ეფუძნება სისხლის დეჰიდრატირებული აუტოლოგიური პლაზმის გამოყენებას.

რენატ ახმეროვი მფლობელია შემდეგი პატენტების:

  • „რბილი ქსოვილების ზრდის ტექნიკა თერმულად დამუშავებული სისხლის აუტოლოგიური პლაზმის გამოყენებით“;
  • „ყბა-სახის ქირურგიის დროს ძვლის წარმოქმნის ადგილას ლორწოვანი გარსის ჩაზრდის ხელშემშლელი ბარიერული მემბრანის მომზადების ტექნიკა“;
  • „სახის გაჭიმვის არაქირურგიული ახალი ტექნიკა სისხლის აუტოლოგიური პლაზმის გამოყენებით“;
  • „ლორწოვანი გარსის ანთების მკურნალობის მეთოდი სისხლის დეჰიდრატირებული აუტოლოგიური პლაზმის გამოყენებით“.
Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email