შთააგონე ზრუნვა

რუპინდერ გრევალი

რუპინდერ გრევალი

ასოცირებული პროფესორი ორთოპედიული ქირურგიის მიმართულებით

რუპინდერ გრევალი კონსულტანტ-ორთოპედია ბაზილდონისა და თაროკის საუნივერსიტეტო კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში და 20 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი აქვს ზოგად ორთოპედიაში, ზედა კიდურებისა და ხელის მტევნის ქირურგიაში. ქალბატონი გრევალი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის საპატიო ლექტორია და 16 წელია პასუხისმგებელია ბაზილდონის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ორთოპედიულ პროგრამაზე. ამას გარდა, გრევალი უმცროსი ექიმების ტრენერი და მედიცინისა და ქირურგიის ბაკალავრთა გამომცდელია.

რუპინდერ გრევალმა ორთოპედიული სწავლების კურსი ლონდონის სამეფო კლინიკაში დაასრულა. ის ედინბურგისა და ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯების წევრია. გრევალი ასევე ინგლისის ქირურგთა სამეფო კოლეჯის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საბჭოს წევრია. პიტსბურგის უნივერსიტეტში გავლილი აქვს მომზადება ბიოქიმიურ კვლევასა და ზედა კიდურების ქირურგიაში, ხოლო ლუისვილის უნივერსიტეტში – ხელის მტევნის ქირურგიასა და მიკროქირურგიაში. მას დაწერილი აქვს უამრავი სტატია სამედიცინო ჟურნალებისთვის და თემატური თავები წიგნებისთვის.

ქალბატონი გრევალი იყო კლინიკის ხელმძღვანელი და ქირურგიულ-ორთოპედიული განყოფილების აუდიტის უფროსი ბაზილდონში, ხოლო ამჟამად ნაფილდის კლინიკას უდგას სათავეში. ის ქირურგიული განყოფილების წამყვანი შემფასებელი და ადამიანური ფაქტორების ტრენერია.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email