შთააგონე ზრუნვა

ტაჰირ მაჰმუდ ახტარ

ტაჰირ მაჰმუდ ახტარ

პროფესორი ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის მიმართულებით

დოქტორი ახტარი მუშაობს კონსულტანტად NHS-ის ფონდის ტრესტში შემავალი შუა და სამხრეთ ესექსის საავადმყოფოებში ანესთეზიისა და რეანიმაციის განხრით. ის ინგლისისა და ირლანდიის ანესთეზიოლოგიის სამეფო კოლეჯების მეცნიერ-თანამშრომელია. ის არის  ანესთეზიოლოგიის სამეფო კოლეჯის ინტენსიური თერაპიის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, სადაც სიმულირებულ გამოცდებში გამომცდელის მოვალეობას ასრულებს. გლაზგოს სასწავლო უნივერსიტეტში ორდინატურის გავლის შემდეგ ბატონი ახტარი ლიდსის საერთო პროფილის საავადმყოფოში კარდიოლოგიური ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის განხრით მეცნიერ-თანამშრომლად დაინიშნა.

ლონდონის უნივერსიტეტში ის, როგორც ლექტორი, ღვიძლის გადანერგვას ასწავლიდა.

ლონდონის ქინგზ-კოლეჯის საავადმყოფოში უმაღლესი ორდინატურის დასრულების შემდეგ დაინიშნა კარდიოლოგიური ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის კონულტანტად ქინგზ-კოლეჯის საავადმყოფოსა და დედოფალ მერის კლინიკაში. დოქტორი ახტარი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში ბაკალავრების გამომცდელია.

მოუმზადებია არაერთი მეცნიერ-თანამშრომელი და გამოუქვეყნებია უამრავი პუბლიკაცია საერთაშორისო სამედიცინო ჟურნალებში. ის აღმოსავლეთ ინგლისის კლინიკის სენატის ასამბლეის კლინიკური დირექტორია.

ნამუშევარი აქვს შუა და სამხრეთი ესექსის ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის ჰოსპიტალში კლინიკურ დირექტორად, ამჟამად კი ამავე საავადმყოფოში სამედიცინო პერსონალის დირექტორის პოზიცია უკავია.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email