შთააგონე ზრუნვა

ტალებ ალი ჯედი

ტალებ ალი ჯედი

ასოცირებული პროფესორი ენდოკრინოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით

ტალებ ალი ჯედი გახლავთ მთავარი კონსულტანტ-ქირურგი ბაზილდონისა და თაროქის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის ფონდის ტრესტში. ბაზილდონის კლინიკაში გახლავთ წამყვანი ქირურგი ენდოკრინოლოგიაში და ატარებს მრავალრიცხოვან ოპერაციებს ფარისებრსა და ფარისებრახლო ჯირკვლებზე. მას აქვს განსაკუთრებული ინტერესი ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართ საზარდულის თიაქრის დროს და აქტიურადაა ჩაბმული სხვა კონსულტანტ-ქირურგების მომზადებაში ექსტრაპერიტონეული თიაქრის აღდგენის მიმართულებით. გამოცდილება აქვს  ნაღვლის ბუშტის (ქოლეცისტექტომია) ლაპარასკოპიულ ქირურგიაში და ლაპარასკოპიულ ადრენალექტომიაში, ამას გარდა, 1999 წლიდან ატარებს ლაპარასკოპიულ ქოლეცისტექტომიას და სისხლძარღვების კომპლექსურ ქირურგიულ პროცედურებს. კერძოდ, საძილე არტერიის ენდარტერექტომიასა და აკეთებს მუცლის ღრუს აორტის ანევრიზმის აღდგენას. ვარიკოზული ვენებისთვის პაციენტებს სთავაზობს ქირურგიულ მკურნალობასა და შიდავენურ ლაზერულ მკურნალობას.

ტალებ ალი ჯედის უფრო მეტი ფარისებრი ჯირკვლის (როგორც ნაწილობრივი, ასევე სრული) ამოკვეთის დღიური (ამბულატორიული) ოპერაცია მაქვს ჩატარებული, ვიდრე სხვა რომელიმე ქირურგს დიდ ბრიტანეთში. დღიურ ოპერაციებს ფარისებრ ჯირკვალზე 2001 წლიდან აკეთებს. მისი შედეგები ნაჩვენები იყო ამბულატორიული და ენდოკრინული ქირურგიის სხვადასხვა ეროვნულ და საერთაშორისო კონგრესზე დიდ ბრიტანეთში, ევროპასა და აშშ-ში, მათ შორის ბოსტონში ამბულატორიული ქირურგიის მსოფლიო კონგრესზე.

ტალებ ალი ჯედი გახლავთ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ქირურგთა ასოციაციის, ენდოკრინული და ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის ბრიტანული ასოციაციის, ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის ბრიტანული ასოციაციის, ქირურგთა სამეფო კოლეჯის (ინგლისი) და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სისლხძარღვთა ქირურგიის საზოგადოების სამედიცინო საბჭოების წევრი.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email