შთააგონე ზრუნვა

თამარ ლალიაშვილი

თამარ ლალიაშვილი

პროფესორი სისხლის სამართლის მიმართულებით
თამარ ლალიაშვილმა 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 1997-1998 წლებში მან სტაჟირება გაიარა ქ. ბრემენის პროკურატურასა და საქალაქო სასამართლოში. იგი, აგრეთვე, იყო ფრიდრიხ ებერტის ფონდის სტიპენდიანტი. თამარ ლალიაშვილმა 2007-2010  წლებში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. იგი არის ქართულნორვეგიული კანონის უზენაესოსბის ასოციაციის დამფუძნებელი. 2002-2003 წლებში იგი მონაწილეობდა სისხლის სამრთლის რეფორმების განმახორციელებელი სამთავრობო კომისიის მუშაობაში წევრის სტატუსით. იგი, აგრეთვე, იყო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტზე მომუშავე კომისიის წევრი. 2011-2013 წლებში თამარ ლალიაშვილი გახლდათ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტი, 2019 წლიდან კი იგი არის სამოქალაო იდეის ექსპერტი. თამარ ლალიაშვილი 2019 წლიდან ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორია.

რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას, თამარ ლალიაშვილი გახლდათ პროკურორი, იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტი და მოსამართლე. 1990-1992 წლებში იგი მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კონსულტანტად, ხოლო 1992-1999 წლებში – გენერალური პროკურატურის სამმართველოს პროკურორად. 1999-2000 წლებში თამარ ლალიაშვილი რაიონული სასამრთლოს მოსამართლედ მუშაობდა, ხოლო 2000-2001 წლებში – სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც საქართველოს უზენაესი  სასამართლოს მოსამართლის პოზიცია ეკავა 2001-2006 წლებში.
Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email