შთააგონე ზრუნვა

ვენკატა ნაგა ჩანდრასეხარ ჩერუვუ

ვენკატა ნაგა ჩანდრასეხარ ჩერუვუ

პროფესორი ლაპარასკოპიის, ზედა გასტროინტესტინალური და ბარიატრიული ქირურგიის მიმართულებით

ვენტაკა ჩერუვუმ მედიცინის ბაკალავრისა და ქირურგიის მაგისტრის წოდება ინდოეთში მიიღო. პრაქტიკა გაერთიანებული სამეფოს ყველაზე პრესტიჟულ კლინიკებში გაიარა, კერძოდ,  სენტ-ჯორჯის კლინიკაში, ლონდონში და ჯეიმზ-ჰოსპიტალში, ლიდსში. CCST-ის მიღების შემდეგ, სამედიცინო მომზადება გასტრო-ონკოლოგიურ ეროვნულ ცენტრში, ტოკიოში და მელბურნისა და ლივერპულის ბარიატრიულ განყოფილებებში გაიარა. 2003 წელს ჩერუვუ ნორთ-მიდლენდის საუნივერსიტეტო კლინიკას შეუერთდა ზედა კუჭ-ნაწლავისა და ლაპარასკოპიული ქირურგის კონსულტანტის სახით, ამავე დროს კი კილის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის უმაღლეს საპატიო ლექტორად დაინიშნა.

სტოკ-ონ-ტრენტში გასტრო-ეზოფაგიური ონკოცენტრის დაარსება-განვითარებაში საკვანძო როლი შეასრულა და 7 წლის განმავლობაში წამყვანი ონკოკლინიცისტი იყო. ამავდროულად ავითარებდა მოწინავე ლაპარასკოპიულ ქირურგიას და 2006 წელს სკოტ-ონ-ტრენტში ბარიატრიულ ცენტრს ჩაუდგა სათავეში, რომელიც ახლა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ უდიდეს ბარიატრიის ცენტრად მიიჩნევა. მისტერ ჩერუვუ ლონდონის ქურურგთა სამეფო კოლეჯში ლაპარასკოპიულ ქირურგიას ასწავლიდა ათ წელიწადზე მეტი და ლაპარასკოპიის სასწავლო განყოფილება დააფუძნა სტოკ-ონ-ტრენტში. ეროვნულ თუ საერთაშორისო შეხვედრებზე წარგენილი აქვს 140-ზე მეტი პრეზენტაცია, არის სამედიცინო ჟურნალების რეცენზენტი და დაწერილი აქვს ერთი თავი წიგნისთვის „საყლაპავი მილის საგანგებო შემთხვევები“.

ვენტაკა ჩერუვუ მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში ლექციებს ატარებს როგორც მიწვეული სპეციალისტი, მათ შორის, RSM-ში (მედიცინის სამეფო საზოგადოება). საერთაშორისო შეხვედრებზე პირდაპირ ეთერში ჩატარებული აქვს სადემონსტრაციო  ქირურგიული ოპერაციები. წამყვანი ონკოკლინიცისტის გარდა, ჩერუვუ იყო უფროსი ლექტორი კილის სამედიცინო კოლეჯში და ბარიატრო-ქირურგი, ინგლისის სამეფო კოლეჯში ქირურგთა მასწავლებელი, ნორთ-უესტის პროგრამების დრიექტორი, მიდლენდის მთავარი ქირურგიული მომზადების უფროსი, გაერთიანებული სამეფოს ლაპარასკოპისტ-ქირურგთა ასოციაციის საბჭოს წევრი 2007-2011 წლებში. ჩერუვუ არის ბრიტანეთის სიმსუქნესა და მეტაბოლიზმთან მებრძოლი ქირურგიული საზოგადოების საბჭოს წევრი და IFSO-ს წევრი 2017 წლიდან. მისტერ ჩერუვუმ ჩაატარა გაერთიანებული სამეფოს ყველა კლინიკის კვლევა და ნაშრომი დაბეჭდა.

2009 წელს ALSGBI-იმ მიავლინა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის 500-ვე კლინიკაში ლაპარასკოპიული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის შესამოწმებლად. ეს ნაშრომი 2011 წელს დაიბეჭდა. უკვე 2014 წელს BOMSS-ის სახელით ეროვნული ბარიატრიული ინფრასტრუქტურა შეისწავლა ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის ყველა ბარიატრიულ ცენტრში და შედეგები BOMSS-ის ვებგვერდზე დაბეჭდა. ამ ორმა კვლევამ განყოფილებებს თავიანთი შესაძლებლობების ეროვნული, რეკომენდებული სტანდარტების შესაბამისობაში მოსაყვანად დიდი დახმარება გაუწია. დოქტორ ჩერუვუს ამჟამად BOMMS-ში წამყვანი პოზიცია უკავია, ის ამ საზოგადოების  მრეწველობის ხელმძღვანელია. ის სტოკში HCS-ის საზოგადოების თავმჯდომარეა. 2005 წელს „სტაფორდშირის მოქალაქის“ წლიური საპატიო ჯილდო გადაეცა ქირურგიაში ინოვაციების  დანერგვისთვის, ხოლოდ 2013-14 წლებში ეროვნული ჯანდაცვის სამსახურის გმირის წოდება მიენიჭა. გარდამავალი ყოველწლიური ჯილდო აქვს მიღებული 1990 წელს. 2018 წელს ჩერუვუმ მიიღო თემთა პალატის ჯილდო ლაპარასკოპიაში, ბარიატრიაში, ონკოქირურგიასა და პედაგოგიკაში, ასევე გაერთიანებული სამეფოსა და მსოფლიო მასშტაბით მიღწეევებისთვის.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email