შთააგონე ზრუნვა

ლიტერატურული კონკურსი 2021

უნივერსიტეტი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს დეტექტიური ჟანრის ორიგინალური ნაწარმოების შექმნაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. კონკურსის მიზანია საქართველოში დეტექტიური ჟანრის განვითარების ხელშეწყობა და მის მიმართ საზოგადოების ფართო ნაწილში ინტერესის გაღვივება. ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამომცემლობაში, შესაძლებელია მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება, ხოლო სცენარი – ფილმს დაედოს საფუძვლად.

მონაწილეთა წასახალისებლად გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები და პრემიები:
• „წლის დეტექტივი“ – 3000 ლარი;
• „საუკეთესო პერსონაჟი“ – 2500 ლარი;
• „საუკეთესო სიუჟეტი“ – 2500 ლარი.

კონკურსის დებულების თანახმად, ნაშრომი ქართულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული და აღემატებოდეს 8000 სიტყვას. ნაწარმოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 25 მაისი.

  1. ლიტერატურული კონკურსის მიზანია ქართულ ლიტერატურაში დეტექტური ჟანრის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
  2. კონკურსი არის ყოველწლიური, ის იწყება 1 იანვარს და სრულდება 1 ივნისს.
  3. კონკურსი გასცემს ჯილდოებს შემდეგ ნომინაციებში:
  • წლის საუკეთესო დეტექტური ნაწარმოები;
  • საუკეთესო პერსონაჟი;
  • ორიგინალური სიუჟეტი.
  1. გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები, რომელსაც ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი გადასცემს.
  2. კონკურსის ჟიური 3 წევრისგან შედგება.  ჟიურის შემადგენლობაში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 2 ხმის მიღების შედეგად.
  3. ჟიურის წევრებს აქვთ უფლება ნომინაციისთვის გამოყოფილი ფულადი პრემია ამავე ნომინაციაზე წარდგენილ ორ სხვადასხვა ავტორს გადასცენ.
  4. ჟიურის შემადგენლობა მკაცრად კონფიდენციალურია კონკურსის მსვლელობისას. მათი ვინაობა ცნობილი ხდება დაჯილდოების ცერემონიაზე. ჟიურის ვინაობა ცნობილია მხოლოდ ჟიურის მოდერატორებისთვის. 
  5. დაუშვებელია ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ერთი და იმავე ადამიანის ყოფნა ჟიურის შემადგენლობაში. 
  6. ჟიურის წევრი ვალდებულია დაიცვას კონფიდენციალურობა და საიდუმლოდ შეინახოს ინფორმაცია ჟიურის მუშაობის შესახებ; 
  7. ჟიური, კონკურსზე წარმოდგენილი ყველა ავტორს და ტექსტს განიხილავს თანაბრად და ობიექტურად;
  8. ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას. 
  9. კონკურსისთვის მიიღება მხოლოდ ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური ნაწარმოები, რომელიც მანამდე, სრულად ან ნაწილობრივ არ ყოფილა გამოქვეყნებული, ელექტრონული თუ ნაბეჭდი სახით.
  10. აუცილებელი პირობაა ნაწარმოებში მოქმედება ხდებოდეს საქართველოში და მოქმედი პირები იყვნენ საქართველში მცხოვრები ადამიანები. დრო და ეპოქა განსაზღვრული არ არის.
  11. ნაწარმოების მიღების ბოლო ვადაა 1 მაისი.
  12. საკონკურსო ნაწარმოები უნდა იყოს ელექტრონული ფაილის სახით წარმოდგენილი, ა4 ფორმატში, 11 ზომის შრიფტით, ავტომატური დაშორებით, არანაკლებ 8000 სიტყვისა.
  13. საკონკურსო ნაწარმოები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: detective@old.newvision.ge სადაც აუცილებელია მითითებული იყოს, ავტორის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ტელეფონი და მისამართი.
  14. ნომინაციებში გამარჯვებულ ნაწარმოებზე ვრცელდება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საავტორო უფლება.


26 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკო-კაპმუსში, გაიმართა ლიტერატურული კონკურსის, „წლის დეტექტივი" გამარჯვებულთა დაჯილდოვება.

კონკურსზე სულ შემოვიდა 109 ნაწარმოები, აქედან საკონკურსო პირობებს აკმაყოფილებდა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა 87 მათგანი. მეორე ეტაპისთვის შეირჩა 21 ნაწარმოები.
 
ჟიურიმ ნომინაციების მიხედვით გამოავლინა გამარჯვებულები:
წლის საუკეთესო დეტექტივი - ირაკლი მახარაძე „ორი კურდღლის მადევარი";
ორიგინალური სიუჟეტი - თინათინ თოლორდავა „სად მიდის ბერტა", ოლანი ბიწაძე „უსათაურო დეტექტივი, ანუ არავითარი მინიშნებები წინასწარ";
საუკეთესო პერსონაჟი - ნინო ჭინჭარაული „ანონიმი".
 
საორგანიზაციო ჯგუფი განაგრძობს მუშაობას მომავალი წლის კონკურსის მოსამზადებლად.
 
   
 
 

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email