შთააგონე ზრუნვა

კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოება

logo (1)

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ამკვიდრებს კურსდამთავრებულთა ყოველწლიური დაჯილდოების ტრადიციას, რომელიც მიზნად ისახახავს მათი მიღწევების წარმოჩენასა და ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.

2023 წელს, გამარჯვებულ კურსამთავრებულებს სპეციალური ჟიური გამოავლენს შემდეგ ხუთ ნომინაციაში: 

  • უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობა

აღწერა: ჯილდო განკუთვნილია იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებიც განსაკუთრებულ ერთგულებას იჩენენ უნივერსიტეტის მიზნებისადმი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ  ნვუ-ს განვითარებაში.

  • საზოგადოებრივი ჩართულობა

აღწერა: ჯილდო განკუთვნილია იმ კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც თავიანთი აქტივობებითა და სოციალურ საკითხებში ჩართულობით დადებითი გავლენა მოახდინეს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუჯობესებაზე;  კურსდამთავრებულები, რომლებიც შთაგონებულნი არიან იზრუნონ საზოგადოების კეთილდღეობაზე.

  • თანასწორობის ხელშეწყობა

აღწერა: ჯილდო განკუთვნილია კურსდამთავრებულთათვის, რომლებმაც ხელი შეუწყეს თანასწორობას მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობის წახალისებით მათი საქმიანობის სფეროში.

  • კვლევა და ინოვაცია

აღწერა: ჯილდო განკუთვნილია კურსდამთავრებულთათვის, რომელთაც კვლევითი მიღწევებით ან/და ინოვაციური მიგნებებით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მათი საქმიანობის სფეროში.

  • პროფესიული მიღწევა

აღწერა: ჯილდო განკუთვნილია კურსდამთავრებულებისათვის, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული მიღწევები კარიერაში.

დაჯილდოების ცერემონია ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულებს ინტეგრირდნენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, გააძლიერონ და მრავალფეროვანი გახადონ პროფესიული კავშირები, მათი გამოცდილების წარმოჩენის გზით.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს, დასრულების წლის მიუხედავად. კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს ნომინანტად წარადგინოს როგორც საკუთარი, ასევე, სხვა პირის კანდიდატურა.

განაცხადის მიღების პერიოდი: 20.01.2023-26.02.2023

დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება 2023 წლის 30 ივნისს.

სააპლიკაციო ფორმა

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email