შთააგონე ზრუნვა

საბაკალავრო პროგრამები

პროგრამის მიზანია ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოება სამართლის მნიშვნელობის გაცნობიერებით, შედარებით სამართლებრივი კვლევებით, საერთაშორისო სამართლებრივი მიღწევებით, პროფესიული უნარების განვითარებითა და სამართლიანობაზე დაფუძნებულ ღირებულებათა ფორმირების ხელშეწყობით. სტუდენტი ინდივიდუალური პროფილის ფორმირებას ახორციელებს სამართლის განსხვავებული სპეციალიზაციის საგნების კონცენტრაციით.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი ღირებულებების და პასუხისმგებლობის მქონე
ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის დარგის სპეციალისტი, რომელიც მიმართავს
თავის ცოდნას და უნარებს პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და სიცოცხლის
ხარისხის გაუმჯობესებისკენ. პროგრამის სტრუქტურა და შინაარსი სტუდენტს აძლევს
ინტეგრირებულ ცოდნას ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირბის,
პათოლოგიური მდგომარეობის აღდგენის და ადაპტაციური უნარების შესახებ.

პროგრამის მიზანია, სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მართვის და/ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. სტუდენტებს შეუძლიათ თავისუფალი არჩევანი გააკეთონ შეთავაზებულ მრავალფეროვან საგნებს შორის და არ შემოიფარგლონ მხოლოდ ერთი, კონკრეტული კონცენტრაციით, რაც საშუალებას აძლევს მათ, გაიფართოონ ცოდნა და თავად შეარჩიონ სასურველი აკადემიური ხარისხი. 

პროგრამა უპირატესად შემუშავებულია იმისათვის რომ სტუდენტებს შესთავაზოს მრავალმხრივი განათლება ბიზნესის მენეჯმენტის სფეროში. სტუდენტები მიიღებენ ცოდნას და გამოიმუშავებენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს მენეჯმენტის, ფინანსების, ბუღალტერიის, მარკეტინგის და ბიზნესის კომუნიკაციის სფეროებში. პროგრამა საშუალებას აძლევს სტუდენტებს მიიღონ დამატებითი კვალიფიკაცია სხვადასხვა შეთავაზებულ დარგში.

პროგრამა მულტიდისციპლინარულია და სტუდენტებს საშუალებას აძლევს თავად ჩამოაყალიბონ საკუთარი პროფილი ძირითადი და დამატებითიკვალიფიკაციის ფართო არჩევნის საფუძველზე.

პროგრამის მიზანია მისცეს სტუდენტს ფარმაცევტულ ინდუსტრიაში არსებული თანამედროვე გამოწვევების და მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა, განუვითაროს პრაქტიკული უნარები, რომელიც გამოადგება სფეროში
დასაქმებისთვის.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალი ღირებულებების და პასუხისმგებლობის,
ჯანდაცვის სფეროში მუშაობისათვის საჭირო უნარების მქონე საექთნო საქმის
სპეციალისტი, რომელიც იქნება კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი
მულტიკულტურულ გარემოში და გამოიყენებს თავის ცოდნას და უნარებს საექთნო
საქმის მართვისა და პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email