შთააგონე ზრუნვა

პარასპორტის განვითარების ასოციაცია

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დაფუძნდა „საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია საქართველოში ბავშვთა პარასპორტისა და პარაოლიმპიური მოძრაობის განვითარება; აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ეროვნული ჩემპიონატების, პარაოლიმპიური და არაპარაოლიმპიური სპორტის სახეობებში ღია პირველობებისა და სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება და ჩატარება. 

13-14 ნოემბერს, ქ. სუმგაითში (აზერბაიჯანი) ბავშვთა პარაოლიმპიურ საერთაშორისო თამაშებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის თერთმეტმა სპორტსმენმა მაგიდის ჩოგბურთში, ძალოსნობასა და ცურვაში.

მაგიდის ჩოგბურთში ოქროს მედალი გიორგი ჯინჭარაძემ მოიპოვა, ალექსანდრე ძაბახიძემ კი – ვერცხლის მედალი. ძალოსნობაში საპრიზო ადგილები ქართველ სპორტსმენებს შორის გათამაშდა: ოქროს მედალი – მათე ქარდავამ, ლაშა ბრეგაძემ – ვერცხლის მედალი, ხოლო ნიკა ბუაჩიძემ და იოანე რატიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გარდა ამისა, ცურვაში ლაშა ბრეგაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.

საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა ქართველ ბავშვებს წარმატება პირადად მიულოცა და საქართველოში პარასპორტის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ეს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა მწვრთნელების ნინო ნინოშვილისა და გიორგი ხვედელიძის ძალისხმევამ.

 

ქალაქ განჯაში აზერბაიჯანის ბავშვთა პარალიმპიური ასოციაციის მიერ გამართულ საერთაშორისო თამაშებში წარმატებით იასპარეზეს ქართველმა სპორტსმენებმა. მათ ერთი ვერცხლის (ლაშა ბრეგაძემ) და ორი ბრინჯაოს (მამუკა ფარსაგიშვილმა და გიორგი უჩავამ) მედალი მოიპოვეს. სპორტსმენებმა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ხელშეწყობით.

უნივერსიტეტის ეკოკამპუსში 70 მ-იან, ე.წ ზაფხულის სასროლო დისტანციაზე მშვილდის სროლის სავარჯიშო სივრცე მოეწყო, სადაც პარასპორტსმენები სპორტულ კლუბ „გეოგენის“ მწვრთნელების ხელშეწყობით ვარჯიშობენ.

სივრცის გამოყოფა გათვალისწინებულია უნივერსიტეტისა და ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის ერთობლივი პროგრამით, რომლის მიზანია პარასპორტსმენების სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება.

ამასთან, პარასპორტსმენები აქტიურად ჩაერთვებიან ახალგაზრდების სპორტის ამ სახეობით დაინტერესების პროცესში და თავიანთ წვლილს შეიტანენ მომავალი სპორტსმენების მომზადებაში.

19 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის მისიისა და ამოცანების პრეზენტაცია. ასოციაცია დაფუძნდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის, ეროვნული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე საზოგადოების ცნობილმა სახეებმა და პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ საჩვენებელ ტურნირებში. 

ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციაციის ხელშეწყობით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გამართულ პარასპორტსმენთა მსოფლიო ბანაკში მონაწილეობა მიიღო 15 წლის დავით მეგრელიშვილმა. იგი 10 დღიან ბანაკში მწვრთნელ ნინო ნინოშვილთან ერთად გაემგზავრა. დავითი ერთი წელია რაც მაგიდის ჩოგბურთში ვარჯიშობს. სეულში, მის მსგავსად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ 40-მდე ახალგაზრდა პარასპორტსმენს მიეცა საშუალება გამოცდილ პარასპორტსმენებთან ერთად ჩართულიყვნენ ფიზიკურ ვარჯიშში, შეეძინათ ახალი მეგობრები და ასევე გაცნობოდნენ ადგილობრივ კულტურას.

„საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაცია“  ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის მიერ დაფუძნდა 2017 წელს. ასოციაციაცია საქართველოში ბავშვთა პარასპორტისა და პარალიმპიური მოძრაობის განვითარებას უწყობს ხელს. 

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email