შთააგონე ზრუნვა

სამაგისტრო პროგრამები

პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და/ან მეწარმეებად,რომელთაც კარგად ესმით    ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ  გამოყენებადი საშუალებებისა  და მეთოდების ფართო სპექტრს.

პროგრამის მიზანია შედარებითი კერძო და/ან საერთაშორისო სამართლის სფეროში საჭირო კომპეტენციების განვითარება, როგორც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ ეროვნულ, ისე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ დაწესებულებებში საქმიანობის წარმართვისთვის; შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება.

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. აღჭურვოს ისინი მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ გარემოში წარმოჩენისთვის საჭირო ცოდნით და უნარებით. 

ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამის მიზანია ტრადიციული კინემატორგრაფიის, საერთაშორისო სამართლისა და ბიზნესის სამაგისტრო პროგრამის კურსების გაერთიანებით ხელი შეუწყოს გლობალურ კინოინდუსტრიაში უნიკალური სპეციალისტების ჩამოყალიბებას. 
 

პროგრამის მიზანია შედარებითი კერძო და/ან საერთაშორისო სამართლის სფეროში საჭირო კომპეტენციების განვითარება, როგორც საერთაშორისო ბაზარზე მოქმედ ეროვნულ, ისე საერთაშორისო და ტრანსნაციონალურ დაწესებულებებში საქმიანობის წარმართვისთვის; შესაბამისი სფეროს უახლესი მიღწევების გაცნობა და კვლევის დამოუკიდებლად განხორციელების უნარის განვითარება ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს VII დონით გათვალისწინებული კომპეტენციების შესაბამისად.

შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის კომპონენტებს შორის ფართო არჩევანი სტუდენტს საშუალებას აძლევს, თავადვე ჩამოაყალიბოს საკუთარი პროფილი: აქცენტი გააკეთოს შედარებით კერძო ან საერთაშორისო სამართალზე, ან შეარჩიოს კომპონენტები ორივე კონცენტრაციიდან სავარაუდო დასაქმების სფეროსათვის ყველაზე საჭირო კომპეტენციების გამომუშავების მიზნით. ძირითადი კურსების შეთავაზება მხოლოდ პირველ სემესტრში ხდება და ემსახურება კონცენტრაციის ორივე სფეროსთვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას. თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების კომბინაციაზე დამყარებული ინტერაქტიული სწავლება ემსახურება სტუდენტის დამოუკიდებელი განვითარების ხელშეწყობას, რაც ადამიანის უფლებების უზენაესობის – ე.ი. თანასწორობისა და პროპორციულობის – პრინციპის მოთხოვნების შესაბამისად კანონის განმარტებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების გამომუშავებას ისახავს მიზნად. 

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბებული უნარები და კომპეტენციები:

  • შერჩეული კონცენტრაციის ღრმა და სისტემური ცოდნა, რაც სტუდენტს აძლევს ახალი, ორიგინალური იდეების განვითარებისა და გლობალურად ცვალებად გარემოში იურისტის როლის გაცნობიერების საშუალებას;

  • ახალ, არაპროგნოზირებად და მულტიდისციპლინურ გარემოში მოქმედების, კომპლექსური პრობლემების გადაწყვეტის ორიგინალური გზების ძიების, საკანონმდებლო სფეროს სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის უნარი უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით;

  • რთული და არასრული ინფორმაციის (მათ შორის, საკანონმდებლო მოწესრიგების ხარვეზების, სასამართლო პრაქტიკის არაერთგვაროვნებისა და უახლესი მეცნიერული მიდგომების) კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი; უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი;

  • დასკვნების, არგუმენტაციისა და კვლევის მეთოდების აკადემიურ თუ პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარი ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე, აკადემიური პატიოსნების სტანდარტებისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიღწევათა გათვალისწინებით;

  • სწავლის დამოუკიდებლად წარმართვისას თეორიული კომპონენტებისა და პრაქტიკული გამოცდილების სინთეზის საჭიროების გაცნობიერების, აგრეთვე უახლესი მეთოდების, პირველადი წყაროების, სამეცნიერო სტატიებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების განზოგადებული ანალიზის საფუძველზე საკუთარი ცოდნის გაღრმავების უნარი;

  • ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულების შეფასების უნარი, არსებული სამართლებრივი ღირებულებების ანალიზის უნარი მხარეთა ინტერესების სამართლიანი დაბალანსების თვალსაზრისით და საჭიროების შემთხვევაში, ახალი ღირებულებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ღირებულებების განვითარება კანონის ადამიანის უფლებების უზენაესობის პრინციპის მოთხოვნების (თანასწორობის, თანაზომიერების) შესაბამისად განმარტებისთვის და ახალი მიდგომების დამკვიდრებაში წვლილის შეტანა.

პროგრამის უპირობო რეაკრედიტაცია განხორციელდა 2019 წლის 22 იანვარს საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის საფუძველზე. 

კვალიფიკაცია: 

სამართლის მაგისტრი

კრედიტი / ხანგრძლივობა: 

120 კრედიტი / 2 წელი

სწავლის წლიური ღირებულება:

2,250 ლ

სწავლების ენა:

ქართული/ინგლისური

 შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტები. აღჭურვოს ისინი მულტიდისციპლინარულ გუნდში მუშაობისთვის და საერთაშორისო დონეზე კონკურენტულ გარემოში წარმოჩენისთვის საჭირო ცოდნით და უნარებით. სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ერთიანად გაიაზრონ ყველა ის თეორია და უნარ-ჩვევა, რომლებიც მათ სასწავლო პროცესის განმავლობაში შეისწავლეს და მოახდინონ მათი ინტეგრირება სწავლაზე დაფუძნებულ გამოცდილებაში, რაც წარმოაჩენს კონკურენტული გარემოს ბუნებას და წარმატების მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიული მანევრირების ხასიათს. პროგრამის მიზნები, განხორციელების სტრატეგია და მეთოდები ემსახურება 3 მისი მონაწილეების შესაძლებლობების დახვეწას, საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უზრუნველყოფას. როგორც კვალიფიციურ სპეციალისტს, კურსდამთავრებულს, მის მიერ არჩეული პროფილის მიხედვით, შეუძლია გახდეს სამედიცინო და რეაბილიტაციის კლინიკების გუნდის წარმატებული წევრი. ასევე ეძლევათ საშუალება, გააგრძელონ სწავლა და სამეცნიერო მუშაობა განათლების შემდგომ საფეხურზე (დოქტორანტურაში).

არსებული კონცენტრაციები:

1.1. ნეირორეაბილიტაცია

1.2. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიათა რეაბილიტაცია

2.1. ჯანდაცვის ადმინისტრირება

2.2. ველნეს მენჯმენტი

კვალიფიკაცია:

1. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის მაგისტრი

2. ჯანდაცვის მენეჯმენტის მაგისტრი

კრედიტი / ხანგრძლივობა:

120 კრედიტი

სწავლის წლიური ღირებულება:

2,250 ლ

სწავლების ენა:

ინგლისური

 სამედიცინო რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა

პროგრამის მიზანია, სტუდენტები აღზარდოს ფართო განათლების მქონე საწარმოთა მენეჯერებად, აღმასრულებელ პირებად და/ან მეწარმეებად,რომელთაც კარგად ესმით ბიზნესის არსი და ფლობენ სხვადასხვა ბიზნეს სიტუაციაში და ბიზნეს საკითხების მიმართ გამოყენებადი საშუალებებისა და მეთოდების ფართო სპექტრს. ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ერთიანად გაიაზრონ ყველა ის თეორია, უნარ-ჩვევა თუ საშუალება, რომლებიც მათ სასწავლო პროცესის განმავლობაში შეისწავლეს და მოახდინონ მათი ინტეგრირება სწავლაზე დაფუძნებულ გამოცდილებაში, რაც წარმოაჩენს კონკურენტული გარემოს ბუნებას და წარმატების მისაღწევად აუცილებელი სტრატეგიული მანევრირების ხასიათს. პროგრამის მიზნები, განხორციელების სტრატეგია და მეთოდები ემსახურება მისი მონაწილეების შესაძლებლობების დახვეწას, საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უზრუნველყოფას და ბიზნესის სამყაროში მიმდინარე ცვლილებების პროფესიული განვითარების მხრივ გამოყენების უზრუნველყოფას.

ძირითადი კურსები სტუდენტებს ბიზნესის/მართვის სფეროს საფუძვლიან ცოდნას აძლევს, რაც აფართოებს მიმართულების და მისი ქვემიმართულებების აღქმას. ძირითადი კურსების (კოდირებული BUSA) შეთავაზება ხდება მთელი პროგრამის განმავლობაში და ისინი სტუდენტებს ცოდნის (თეორიულისა და პრაქტიკულის) ფორმირების, ცოდნისა და სხვა უნარ-ჩვევების მენეჯერული/ადმინისტრაციული თანამდებობების წარმატებით დაკავების მიზნით გამოყენების საშუალებას აძლევენ, ასევე ამზადებენ მათ სამეწარმეო საქმიანობისათვის. ძირითადი კურსები მხოლოდ ბიზნესის სფეროში ფართოდ გამოყენებული კომპეტენციების განვითარებას ემსახურება.

არჩევითი კურსები სტუდენტებს საშუალებას აძლევს, კიდევ უფრო ღრმად გაიაზრონ ბიზნესის მართვის არსი და დახვეწონ საკუთარი კომპეტენციები შერჩეული მიმართულებით ან ზოგადად. პროგრამა ხელს უწყობს კვლევითი და მენეჯერული/პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას ისეთი სპეციალური კომპონენტების მეშვეობით, როგორებიცაა: „ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეობის შემაჯამებელი სემინარი“ და სამაგისტრო ნაშრომი. მენეჯერული უნარ-ჩვევების დახვეწისა და პრაქტიკული უნარების განვითარებისთვის პროგრამა მოიცავს ყოვლისმომცველ პრაქტიკულ კომპონენტს, როგორციაა „ბიზნესის განვითარებასა და მეწარმეობის შემაჯამებელი სემინარი“, რომელიც სტუდენტმა უნდა აირჩიოს ყველა ძირითადი კურსის დასრულების შემდეგ. იგი გულისხმობს აქტიურ მეცადინეობებს მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღების უნარების განვითარების მიზნით.

გამოყენებული მეთოდები, ძირითადად, პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას ემყარება და მოიცავს ინტერაქტიულ სწავლებას (საკლასო დისკუსიების ჩათვლით) და დამოუკიდებელ პირად განვითარებას თეორიული კომპონენტების, პრობლემების გადაჭრისა და პრაქტიკული გამოცდილების მეშვეობით, რაც მიზნად ისახავს მენეჯერული/სამეწარმეო საქმიანობის წარმატებით განხორციელებისა და მართვისათვის საჭირო ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და ღირებულებების განვითარებას მუდმივად ცვალებადი რთული ბიზნესგარემოსა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

პროგრამის თითქმის ყველა სასწავლო კურსით გათვალისწინებული „მოწვეული მომხსენებლის სემინარის“ სერია საშუალებას აძლევს სტუდენტებს, კავშირი და ურთიერთობა დაამყარონ კოლეგებსა და სპეციალისტებთან ბიზნესის სხვადასხვა სფეროში, ისწავლონ და საკუთარი ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოიყენონ რეალურ შემთხვევებთან და ბიზნეს პრობლემებთან დაკავშირებით და შექმნან, განავითარონ და გამოსცადონ კოლექტიური ცოდნის კულტურა და გამოცდილების გაზიარება პროფესიონალებსა და ორგანიზაციებს შორის.

კვალიფიკაცია: 

ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი

კრედიტი / ხანგრძლივობა: 

120 კრედიტი / 2 წელი

სწავლის წლიური ღირებულება:

4,500 ლ

სწავლების ენა: 

ინგლისური

 პროგრამა

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email