შთააგონე ზრუნვა

სპეციალური საჭიროებები

უნივერსიტეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე სტუდენტებს სთავაზობს დამატებით მხარდაჭერას, კონსულტირებასა და სპეციალურ სერვისებს. იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი საკუთარი რესურსებით სრულად ვერ უზრუნველყოფს სტუდენტის მხარდაჭერას, უნივერსიტეტი ახდენს მის გადამისამართებას და დაკავშირებას შესაბამის უწყებასთან ან/და სპეციალისტთან.

სპეციალური საჭიროებები შეიძლება მოიცავდეს:

  • ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები(მაგ. ეპილეფსია, სიმსივნე, აივ ინფექცია, დიაბეტი, სხვ.);
  • სენსორული დარღვევა– აუტისტური სპექტრი, მხედველობის ან სმენის პრობლემები;
  • ფიზიკური შეზღუდვა– სტუდენტები, რომლებიც საჭიროებენ გადაადგილებისთვის სპეციალურ აღჭურვილობას (მაგ. ეტლი);
  • სწავლების სირთულეები– მაგ. დისლექსია, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დისპრაქსია.

ნებისმიერი სტუდენტი, რომელსაც აქვს სპეციალური საჭიროებები ან/და ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემები, უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მხარდაჭერა და სერვისები, კერძოდ:

 

სწავლება-სწავლა

  • სწავლებასწავლის პროცესის ინდივიდუალიზება– ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავდება თითოეული სტუდენტის საჭიროებებზე დაფუძნებით. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შესაძლებელია მოიცავდეს სასწავლო განრიგის, სასწავლო კურსების რაოდენობის ცვლილებას და სხვ.
  • შეფასებისა და გამოცდების პროცესის მოდიფიცირება– ინდივიდუალური მიდგომები საგამოცდო პროცესთან – მ.შ. დამატებითი დროის განსაზღვრა, გამოცდის დროისა და ადგილის, ფორმატის ცვლილება და სხვ.

მხარდაჭერა და კონსულტირება

  • უწყვეტი ინდივიდუალური კონსულტაცია – ინფორმაციისა და კონსულტაციის გაწევა სწავლების პერიოდში. სტუდენტური სერვისების დეპარტამენტი უზრუნველყოფს მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტირებას, დამატებითი საფასურის გარეშე ;
  • ფსიქოლოგიურიმხარდაჭერა და კონსულტაცია – ინდივიდუალური და ჯგუფური სესიები უზრუნველყოფილია უსასყიდლოდ;
  • სპეციალურ დაწესებულებებთან, სერვისებთან დაკავშირება/გადამისამართება, ინდივიდუალური მზრუნველის მოძიებაში მხარდაჭერა (ფინანსური ხარჯის დაფარვა სტუდენტის პასუხისმგებლობაა).

საცხოვრებლის მოძიება და რესურსებზე ხელმისაწვდომობა

  • საუნივერსიტეტო სივრცე ადაპტირებულია სპეციალურ საჭიროებებზე. თუმცა, თუკი სტუდენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, მას ესაჭიროება დამატებით საგანმანათლებლო რესურსებისმოდიფიცირება, დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, უზრუნველყოფილი იქნება დამატებითი სერვისით;
  • საცხოვრებლის მოძიება და საცხოვრებლით უზრუნველყოფა– ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროს ტიპის აპარტამენტები სრულად ადაპტირებულია და ფინანსურად ხელმისაწვდომი. სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტები სარგებლობენ პრიორიტეტული რიგითობით კამპუსზე განთავსებისთვის. ნვუ ასევე მხარს უჭერს სტუდენტებს უნივერსიტეტთან ახლომდებარე ბინების მოძიებაში, რომელიც დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ დამატებითი ინფორმაციის ან მხარდაჭერის მოთხოვნით.

სტუდენტმა, რომელსაც აქვს გამოხატული სპეციალური საჭიროება, სერვისებისა და სპეციალური მხარდაჭერის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, კერძოდ:

  • დიაგნოზი(გაცემული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ, დათარიღებული არაუგვიანეს ერთი თვისა განაცხადების წარმოდგენის დროისთვის) და ექიმის წერილი/მიმართვა/ფორმა 100, სადაც აღწერილია დიაგნოზის ეფექტი სტუდენტის ყოველდღიურ საქმიანობასა და სწავლების პროცესზე.
  • მედიკამენტებით მკურნალობის შემთხვევაში, ასევე, სასურველია, სტუდენტმა დამატებით წარმოადგინოს მედიკამენტების ეფექტისა და უკუჩვენებების აღწერა (ექიმის მიერ ტიტულოვან ფურცელზე, ხელმოწერით დადასტურებული), რაც შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს სწავლებასა და სტუდენტის აკადემიურ მიღწევებზე, ან/და მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

 

სტუდენტმა, რომელიც საჭიროებს სპეციალურ მხარდაჭერას, უნდა მიმართოს სტუდენტური სერვისების ცენტრს ელ-ფოსტით: info@old.newvision.ge ან დატოვოს განცხადება წერილობითი ფორმით, სამედიცინო ცნობასთან ერთად, უნივერსიტეტის საინფორმაციო ცენტრში.

გადაწყვეტილება სპეციალური სერვისების მიწოდების შესახებ მიიღება კომისიური წესით. კომისიაში შესაძლოა მონაწილეობა მიიღოს მოწვეულმა ექიმმა ნვუ ჰოსპიტალიდან ან ჰელს ჰაბ-იდან. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება ხდება შესაბამისი სკოლის გადაწყვეტილებით და სკოლის მიერ, უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email