შთააგონე ზრუნვა

სისხლის ბანკი

სისხლის კომპონენტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალი პაციენტისთვის. სწორედ ამიტომ, ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სისხლის ბანკი გთავაზობთ, გახდეთ დონორი მათთვის, ვისაც ეს ძალიან სჭირდება.

ამ არაკომერციული პროგრამის მიზანია:

  • საქართველოში უანგარო დონაციის იდეის პოპულარიზაცია;
  • დაავადებების დროული გამოვლენა და გართულებების პრევენცია;
  • სისხლის ყველა ჯგუფისა და რეზუსის კომპონენტის საჭირო მარაგის შენარჩუნება – შედეგად, მეტი გადარჩენილი სიცოცხლე!

ყველა ზრდასრულ და ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია სისხლის დონაცია ყოველ 2 თვეში ერთხელ. შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს შეუძლია გაიღოს სისხლი და საკუთარი ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოდ მიიღოს სხვის სიცოცხლეზე ზრუნვით განცდილი სიამოვნება.

ამასთან, სისხლის ბანკი საშუალებას გაძლევთ უფასოდ და კონფიდენციალურობის სრული დაცვით ჩაიტაროთ შემდეგი გამოკვლევები:

  • სისხლის საერთო ანალიზი;
  • ჰემოგლობინი;
  • B და C ჰეპატიტი;
  • აივ ინფექცია (შიდსი);
  • ათაშანგი (სიფილისი).

ასევე დაადგინოთ თქვენი სისხლის ჯგუფი და რეზუსი.

კონტაქტი: 0159  ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა № 11

ტელ: 032 223-83-93

ელ-ფოსტა: bloodbank@old.newvision.ge

2 ოქტომბერს, 17 საათზე (ბოხუას 11, 316-ე აუდიტორია) გაიმართება მრგვალი მაგიდა სისხლისა და მისი კომპონენტების სამართლებრივ მოწესრიგებაზე. ღონისძიების ფარგლებში სამსჯელოდ შემოთავაზებულია სტუდენტების ოთხი პრეზენტაცია:

ანა კორინთელი: სისხლის „განწილვა“ (დონაცია) საქართველოში – სახელმწიფო პოლიტიკა და სისხლის ბანკების სამართლებრივი სტატუსი;

სოფო ტოლიაშვილი: აშშ-ის გამოცდილება სისხლის დონაციასთან დაკავშირებით;

მარიამ თინაშვილი: სისხლისა და მისი კომპონენტების სისხლისსამართლებრივი მოწესრიგება;

მარიამ ცერცვაძე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სისხლის დონაციასთან დაკავშირებით.

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

14 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერისტიტეტის სისხლის ბანკში სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. მოხალისეები სისხლის ბანკს ესტუმრნენ, გაიარეს კონსულტაცია და ბევრმა მათგანმა შეძლო სისხლის გაღება, რითაც გადაარჩინა სხვათა სიცოცხლე.

საერთაშორისო დღეს ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სტუდენტებიც გამოეხმაურნენ, მათ ბევრი საინტერესო და კრეატიული პოსტერი შექმნეს სისხლის დონაციისა და სისხლის დონორთა მსოფლიო დღის შესახებ. ამ პოსტერებით მათ საკუთარი შეხედულება და გამოცდილება გაუზიარეს საზოგადოებას და მოუწოდეს სხვებსაც, გაიღონ სისხლი სხვათა გადასარჩენად.

14 ივნისს, სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის სისხლის ბანკი ესტუმრა ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას. კლინიკის თანამშრომლებმა სისხლი უანგაროდ გაიღეს.

აქცია მიზნად ისახავდა საზოგადოების ცნობიერების გაფართოებასა და სისხლის კომპონენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

1 მაისს, მედიცინის სკოლის ინდოელმა სტუდენტებმა ინდური ნაციონალური დღესასწაული – მაჰარაშტრას დღე სისხლის გაღების აქციით აღნიშნეს.

მაჰარაშტრას დღე ინდურ კულტურაში სიკეთისა და ქველმოქმედების დღედაა აღიარებული. სწორედ ამის საუკეთესო გამოხატულებად მიიჩნიეს ინდოელმა სტუდენტებმა სისხლის გაღების აქცია და კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას სისხლის გაღების მნიშვნელობა.

16 თებერვალს, სისხლის უანგაროდ გაღების პროპაგანდას საფუძველი უშუალოდ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის თანამშრომლებმა ჩაუყარეს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების გაფართოებასა და სისხლის კომპონენტების ხელმისაწვდომობის გაზრდას.

კონტაქტი: 0159  ქ.თბილისი, ბოხუას ქუჩა № 11

ტელ: 032 223-83-93

ელ-ფოსტა: bloodbank@old.newvision.ge

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email