შთააგონე ზრუნვა

ქსელები და ასოციაციები

         

 

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი „ხარისხის მართვის ევროპის ფონდში“ (EFQM) გაწევრიანდა. გლობალურ ქსელში გაერთიანებულია 350-ზე მეტი ორგანიზაცია, რომელთა მისია კულტურული ცვლილებების განხორციელებას და საზოგადოების საკეთილდღეოდ ციფრულ ტრანსფორმაციას ემსახურება.

 

  • EFQM-მი ქმნის ორგანიზაციული განვითარების თანამშრომლობით ეკოსისტემას. ის აერთიანებს ინოვაციური ხედვისა და ცვლილებების ხელშემწყობთა გლობალურ ქსელს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ისეთი კორპორაციები როგორიცაა BOSCH, BMW, SIEMENS, CITY OF GLASGOW COLLEGE.

     

 

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი შეუერთდა უნივერსიტეტთა საერთაშორისო ასოციაციას 2020 წელს. ორგანიზაცია დაარსდა 1950 წელს იუნესკოს (UNESCO) ეგიდით. უნივერსიტეტების საერთაშორისო ასოციაციას (IAU) წამყვანი სტატუსი გააჩნია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

 

  • საგანმანათლებლო სფეროში საერთო პრიორიტეტების ასახვის და შემდეგი კოორდინირების მიზნით აღნიშნული ორგანიზაცია აერთიანებს წევრებს 130-ზე მეტი ქვეყნიდან. ასოციაცია წარადგენს გლობალურ ფორუმს საგანმანათლებლო დაწესებულებების და ასოციაციების ლიდერებისა, ინსტიტუტების, აგრეთვე გადაწყვეტილების მიმღები პირების, სპეციალისტების, ადმინისტრატორების, მასწავლებლების, მკვლევარების და სტუდენტებისათვის.

 

  • IAU სარგებლობს იუნესკოს ოფიციალური პარტნიორის და გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) კონსულტანტის სპეციალური სტატუსით.

  • სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მიზანია სამედიცინო განათლების ხარისხის ამაღლება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. WFME მუშაობს ექიმებთან, პედაგოგებთან და მსოფლიოს უნივერსიტეტებთან სამედიცინო განათლების 6 წევრი რეგიონალური ასოციაციის მეშვეობით, რომლებიც ქმნიან WFME-ს აღმასრულებელ საბჭოს. WFME ემსახურება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მიზანს, სამედიცინო განათლების მაღალი ხარისხის ხელშეწყობას დაახლოებით 9.8 მილიონი ექიმის (WHO, 2015), სტუდენტებისა და ინსტრუქტორებისათვის. სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციაში გაწევრიანების შედეგად, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ხელს უწყობს საკუთარი მისიის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს ინდივიდის თვალსაწიერის გაფართოებას განათლების, კვლევისა და სიახლის დანერგვის ხელშეწყობით.

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი არის ევროპის იურიდიული ფაკულტეტების ასოციაციის (ELFA) წევრი, რომელიც დაფუძნდა ევროპაში იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ასოციაცია ასევე ხელს უწყობს დარგში უწყვეტ დისკუსიას და გამოცდილების გაცვლას. ELFA– ს საქმიანობის მიზანია ევროპაში იურიდიული განათლების რეფორმის პროცესის კოორდინირება, ახალი საკითხების სიღრმისეული შესწავლა, ევროპის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და იურიდიული ფაკულტეტების ინტერესების წარდგენა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ადვოკატთა და პროკურორთა ასოციაციებთან ურთიერთოების ფარგლებში.

       

 

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრია 2017 წლიდან. AMSE წარმოადგენს ფორუმს ევროპული მედიცინის ფაკულტეტებისთვის, განათლების, კვლევისა და მენეჯმენტის სფეროებში გამოცდილების გაზიარების მიზნით. AMSE ხელს უწყობს ევროპის სამედიცინო სკოლებს შორის თანამშრომლობას და ურთიერთობის დამყარებას პროფესიულ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან განათლების, კვლევისა და ჯანდაცვის დარგში.

 

         ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია

 

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი არის ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) წევრი 2018 წლიდან. აღნიშნული ასოციაციაა მსოფლიო ორგანიზაცია, რომლის წევრებია 5 კონტინენტის 90 ქვეყანა. AMEE ხელს უწყობს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი განათლების მიღებას ჯანდაცვის პროფესიებში ყველა საფეხურზე. AMEE, სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, ხელს უწყობს მასწავლებლებსა და ინსტიტუტებს მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობას, კურიკულუმის დაგეგმვას, სწავლებისა და სწავლის მეთოდების, შეფასების სისტემისა და საგანმანათლებლო მენეჯმენტის ახალი მიდგომების შემუშავებას, მედიცინის დარგში მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, სიახლეების შესაბამისად ჯანდაცვის მიწოდების ცვლილებებსა და პაციენტის მოთხოვნების გათვალისწინებას.

       

 

  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი World Directory of Medical Schools-ის სიაშია. ცნობარი შემუშავდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციასა (WFME) და საერთაშორისო სამედიცინო განათლებისა და კვლევის განვითარების ფონდთან (FAIMER) პარტნიორობით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) და კოპენჰაგენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. მსოფლიო სამედიცინო სამედიცინო სკოლის მისიაა მსოფლიოს ყველა სამედიცინო სკოლის ჩამოთვლა, ზუსტი, განახლებული და ამომწურავი ინფორმაციის მითითებით თითოეული სკოლის შესახებ.

 

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email