შთააგონე ზრუნვა

გიორგი ადეიშვილი

გიორგი ადეიშვილი

ასისტენტი უროლოგიის მიმართულებით

გიორგი ადეიშვილმა 2003 წელს დაამთავრა უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“ ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაციით. 2006 წელს დაამთავრა კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში (რუსეთი, ნიჟნი-ნოვგოროდი). 2011 წელს თბილისში მიენიჭა სახელმწიფო სერტიფიკატი უროლოგიაში. 2011 წელს ასევე, თბილისში მიენიჭა  სახელმწიფო სერტიფიკატი, ონკო-უროლოგიის სუბსპეციალობაში.

2014-2017 წლებში სანკტ-პეტერბურგის რადიოლოგიისა და ქირურგიული ტექნოლოგიების კვლევით ცენტრში, ასპირანტურაში ონკოლოგიას სწავლობდა. 2019 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში, ონკოლოგიის სპეციალობით სწავლობს.

გიორგი ადეიშვილი მუშაობდა ექიმ უროლოგად რუსეთის, ნიჟნი-ნოვგოროდის ვოლგისპირეთის სამედიცინო ცენტრში 2007–2011 წლებში, იმერეთის რეგიონულ ჰოსპიტალში 2011–2012 წლებში, ქიმიოთერაპიის და იმუნოთერაპიის კლინიკა „მედულაში“ 2012–2014 წლებში, აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში 2013–2014 წლებში, მულტიპროფილურ კლინიკა „მედიკაში“ (რუსეთი, სანკტ-პეტერბურგი) 2015–2016 წლებში.

2016 წლიდან დღემდე გახლავთ ექიმი უროლოგი რუსთავის №2 სამედიცინო დიაგნოსტიკურ ცენტრში და კლინიკა „ნიუმედში“. 2019 წლიდან დღემდე კი მუშაობს ექიმ უროლოგის პოზიციაზე №23 სამედიცინო ჰოლდინგსა და სამედიცინო ჰოლდინგ „მედისონში“. 2016 წლიდან დღემდე გახლავთ უროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი თბილისის მულტიპროფილურ კლინიკა „კონსილიუმ მედულაში“.

Scroll to Top

Summary

  

 

Southampton where, as an MRC Training Fellow, he did his PhD under Professor Sir George Alberti.  His work at that time investigated metabolic disturbances in liver disease and metabolic aspects of endocrinology. He moved to Newcastle where he was First Assistant to Professor Reg Hall.  He subsequently obtained a Wellcome Senior Clinical Research Fellowship, investigating metabolism in diabetes.

  • Contact

+44 (0)20 7594 2430Email